https://sputnik-georgia.com/20230202/kaladze-taqsis-mzgolis-licenzia-ubralod-qagaldi-ki-ara-aqtivia-274501668.html
კახა კალაძე: ტაქსის მძღოლის ლიცენზია უბრალოდ ქაღალდი კი არაა, აქტივია
კახა კალაძე: ტაქსის მძღოლის ლიცენზია უბრალოდ ქაღალდი კი არაა, აქტივია
Sputnik საქართველო
A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი – თეთრი ფერი და მანათობელი ნიშანი წარწერით TAXI TBILISI. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T18:50+0400
2023-02-02T18:50+0400
2023-02-02T22:12+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/99/247769942_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_a9e7b939c9e067554751b01a99db5072.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე.ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მაშინ ტაქსები ორ - А და В კატეგორიად დაყვეს.მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა ნებართვები: A კატეგორიაში – 19.348, ხოლო B კატეგორიაში – 7.798. მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით.А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი. В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის ნებართვა მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24776/99/247769942_327:0:2994:2000_1920x0_80_0_0_65e597554162cbde020c84668dab5ecd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კახა კალაძე: ტაქსის მძღოლის ლიცენზია უბრალოდ ქაღალდი კი არაა, აქტივია
18:50 02.02.2023 (განახლებულია: 22:12 02.02.2023) A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი – თეთრი ფერი და მანათობელი ნიშანი წარწერით TAXI TBILISI.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ლიცენზია, რომელსაც იღებს ტაქსის მძღოლი, უნდა იყოს არა უბრალოდ ქაღალდი, არამედ აქტივი, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე.
ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპი ერთი წლის შემდეგ - 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. მაშინ ტაქსები ორ - А და В კატეგორიად დაყვეს.
„მათ, ვისაც არ ჰყავდა თეთრი ავტომანქანა, დავეხმარეთ, რომ შეეღებათ ან გადაეკრათ თეთრი ფირი ისე, რომ ერთი ლარის გადახდაც არ მოუწიათ. A კატეგორიის ტაქსისთვის განისაზღვრა ერთიანი სტანდარტი – თეთრი ფერი და მანათობელი ნიშანი წარწერით TAXI TBILISI. გარდა ამისა, მათთვის დედაქალაქში გაჩნდა ადგილები, სადაც შეუძლიათ ავტომანქანების გაჩერება პარკირების საფასურის გადახდის გარეშე“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის შედეგად გაიცა ნებართვები: A კატეგორიაში – 19.348, ხოლო B კატეგორიაში – 7.798. მეორე კატეგორიას მიეკუთვნება ტაქსები, რომლებსაც არ აქვთ თეთრი ფერი და მუშაობენ აპლიკაციით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის ნებართვა მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.