რა არის ცნობილი ესებუას დაკავების შესახებ

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2023
გამოწერა
ამჟამად მიმდინარეობს იმ ოჯახის წევრების გამოკითხვა, სადაც ესებუა იმყოფებოდა. ესენი არიან 80 წლის მამაკაცი, მისი მეუღლე და ვაჟი.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ბადრი ესებუა, რომელსაც ბრალად ედება „საქართველოს ბანკის“ ყველაზე გახმაურებული ძარცვა, სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი მცხოვრების სახლში დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მასმედიის ინფორმაციით, ესებუა ქუთაისის N2 ციხეში გადაიყვანეს, ხოლო იმ სახლში, სადაც ის დააკავეს, გამომძიებლები მუშაობას განაგრძობენ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლები კითხავენ ოჯახის წევრებს, სადაც ესებუა იმყოფებოდა – 80 წლის მამაკაცს, მის მეუღლესა და ვაჟს.
ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას დღის ბოლოს აპირებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ესებუას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაახლოებით 1,5 წლის წინ განაცხადა, რომ ესებუა ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".
ბანკზე თავდასხმა
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
ადვოკატი: ესებუას დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე>>
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0