https://sputnik-georgia.com/20230208/advokati-esebuas-dakaveba-jurnalistebisgan-gavige-274683400.html
ადვოკატი: ესებუას დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე
ადვოკატი: ესებუას დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე
Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T12:49+0400
2023-02-08T12:49+0400
2023-02-08T19:53+0400
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250324654_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_9576c7980366182fd8b49bec249765c0.jpg
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, ადვოკატი მასთან შეხვედრას დღის ბოლოს აპირებს, იუწყება „პირველი არხი“.ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი სამხედროს დაკავება უკვე დაადასტურა. გამოძიების ცნობით, ძებნილი ესებუა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.ესებუა ბრალდებულია სსკ-ის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაახლოებით 1,5 წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ესებუა ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".ბანკზე თავდასხმა„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა. ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0c/250324654_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_6c16d6c7c1e2aba86c3c2e3b76928f7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ადვოკატი: ესებუას დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე
12:49 08.02.2023 (განახლებულია: 19:53 08.02.2023) „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს, ადვოკატი მასთან შეხვედრას დღის ბოლოს აპირებს, იუწყება „პირველი არხი“.
ესებუას დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, დილით გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი სამხედროს დაკავება უკვე
დაადასტურა. გამოძიების ცნობით, ძებნილი ესებუა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს. ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
„როდის და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ჩემთვის უცნობია. მე ჟურნალისტებისგან გავიგე მისი დაკავების შესახებ... დღეს ვაპირებ მასთან შესვლას, დღის ბოლოსკენ“, – განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებთან.
ესებუა ბრალდებულია სსკ-ის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც იძულებას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაახლოებით 1,5 წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ესებუა ქვეყნიდან არ გასულა და მისი დაკავება სამინისტროსთვის „ღირსების საქმეა".
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ნიღბიანი, ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ბანკის შენობაში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მძევლების გათავისუფლება მოხდა, მათ სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა. ფულის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა ავთანდილ გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. პოლიციის ავტომობილით დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ესებუამ ავტომობილში ყველა კვალი წაშალა, შემდეგ აღნიშნულ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, თავად კი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკზე თავდასხმის ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიციკაცია მისცა.
ვიდრე ბადრი ესებუა ძებნაში იყო, პოლიციამ მისი ძმა ბიძინა ესებუა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. 2021 წლის ივლისში მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.