https://sputnik-georgia.com/20230208/anastasia-gubanova-ar-miirebs-monawileobas-moskovsi-dagegmil-ronisziebasi-274710222.html
ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს
ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს
Sputnik საქართველო
მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრების სახელით 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს, მანამდე იგი რუსულ გუნდს წარმოადგენდა. 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T21:45+0400
2023-02-08T21:45+0400
2023-02-08T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_a78df21efac6ba1260049ed500e38c34.jpg
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე, ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფესტივალში, აღნიშნულია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო >>ინფორმაცია, რომ გუბანოვა მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, „ცეესკა-არენაზე“ 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში, რუსულ, შემდეგ კი ქართულ მასმედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებით, როგორც ჩანს, კონკრეტული ვებ-გვერდი დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში ეჭვის გაჩენას ცდილობს.ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს. მანამდე ის რუსეთის გუნდს წარმოადგენდა. გუბანოვამ 2023 წლის 29 იანვარს ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გაიმარჯვა და ქვეყანას ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:162:2514:2048_1920x0_80_0_0_6bb04a78093ac31d9eb95d7661707f64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ ფესტივალში მონაწილეობას არ მიიღებს
21:45 08.02.2023 (განახლებულია: 22:55 08.02.2023) მოციგურავე ანასტასია გუბანოვა საქართველოს ნაკრების სახელით 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს, მანამდე იგი რუსულ გუნდს წარმოადგენდა.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე, ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფესტივალში, აღნიშნულია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ გუბანოვა მონაწილეობას აპირებს მოსკოვში, „ცეესკა-არენაზე“ 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში, რუსულ, შემდეგ კი ქართულ მასმედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
„ანასტასია გუბანოვა, ისევე, როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ნაკრების სხვა წევრები, ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ხსენებულ ღონისძიებაში ანასტასია გუბანოვას მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებით, როგორც ჩანს, კონკრეტული ვებ-გვერდი დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოებაში ეჭვის გაჩენას ცდილობს.
ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 წლის აგვისტოდან ასპარეზობს. მანამდე ის რუსეთის გუნდს წარმოადგენდა. გუბანოვამ 2023 წლის 29 იანვარს ფინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გაიმარჯვა და ქვეყანას ფიგურული სრიალის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.