https://sputnik-georgia.com/20230128/qartveli-mocigurave-anastasia-gubanova-evropis-cempionia-274349801.html
ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო
ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო
Sputnik საქართველო
საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ ბელგიელ და შვეიცარიელ სპორტსმენებს აჯობა 28.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-28T20:49+0400
2023-01-28T20:49+0400
2023-01-28T20:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ფინეთი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264538439_0:0:2983:1679_1920x0_80_0_0_9f36a4d6f9aa481bef39255257e3c72c.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონი გახდა.ტურნირი ფინეთის ქალაქ ესოოში ტარდება. მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგების მიხედვით, მან 199,91 ქულა (69,81 + 130,10) დააგროვა. მეორე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა ბელგიელმა ლუნა ჰენდრიქსმა (193.48; 67.85 + 125.63) დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი (192.51; 63.83 + 128.68) გახდა.ანასტასია გუბანოვა 2021 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა. სპორტსმენი რუსეთის თასის ფინალის ორგზის ვერცხლის მედალოსანია. სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შემდეგ გუბანოვა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე გახდა, ხოლო პეკინის ოლიმპიადაზე - მე-11.ფინეთი ევროპის ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს ტურნირში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი. ევროპის ჩემპიონატი 28 იანვარს მოცეკვავე წყვილების თავისუფალი პროგრამით დასრულდება.მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) საბჭომ 1 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ივნისში ISU-ს ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა და ის ძალაში იქნება შემდგომ განკარგულებამდე.
საქართველო
ფინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/11/264538439_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0f262515f02e1801743e81086f0d8ef7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ფინეთი, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, ფინეთი, სპორტი
ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია - ვიდეო
საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ ბელგიელ და შვეიცარიელ სპორტსმენებს აჯობა
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართველი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ტურნირი ფინეთის ქალაქ ესოოში ტარდება. მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგების მიხედვით, მან 199,91 ქულა (69,81 + 130,10) დააგროვა. მეორე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა ბელგიელმა ლუნა ჰენდრიქსმა (193.48; 67.85 + 125.63) დაიკავა, მესამე ადგილის მფლობელი კი შვეიცარიელი კიმი რეპონდი (192.51; 63.83 + 128.68) გახდა.
ანასტასია გუბანოვა 2021 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა. სპორტსმენი რუსეთის თასის ფინალის ორგზის ვერცხლის მედალოსანია. სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შემდეგ გუბანოვა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე გახდა, ხოლო პეკინის ოლიმპიადაზე - მე-11.
ფინეთი ევროპის ჩემპიონატს მეოთხედ მასპინძლობს. წელს ტურნირში 35 ქვეყნიდან 131 მოციგურავე მონაწილეობს: 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული და 23 მოცეკვავე წყვილი. ევროპის ჩემპიონატი 28 იანვარს მოცეკვავე წყვილების თავისუფალი პროგრამით დასრულდება.
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის (ISU) საბჭომ 1 მარტს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუს და ბელარუს მოციგურავეებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. ივნისში ISU-ს ყრილობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა და ის ძალაში იქნება შემდგომ განკარგულებამდე.