https://sputnik-georgia.com/20230207/turqetsi-nangrevebsi-saqartvelos-ramdenime-moqalaqes-ezeben-274663995.html
თურქეთში ნანგრევებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ეძებენ
თურქეთში ნანგრევებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ეძებენ
Sputnik საქართველო
თურქეთში საათობრივად იცვლება ვითარება და საელჩოში ძალიან ბევრი ზარი შედის, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T20:24+0400
2023-02-07T20:24+0400
2023-02-07T20:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
თურქეთი
მიწისძვრა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274592758_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_a0c63b8882f2eab77ca510c38dabf3d4.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქეს ეძებენ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლება, განუცხადა პირველ არხს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთში დაიღუპა 3700-ზე მეტი და დაშავდა 22 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5.500-ზე მეტი შენობა.ელჩის თქმით, თურქეთში საათობრივად იცვლება ვითარება და საელჩოში ძალიან ბევრი ზარი შედის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყო ნაპოვნი.მისი თქმით, საქართველოს საელჩომ ყველა რეგიონში შექმნა შტაბი და კოორდინაციაშია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოდან ჩასულ მაშველებთან, რომლებიც ქალაქ ადიამანში იმყოფებიან.თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 800-ზე მეტი და დაშავდა 1.430 ადამიანი.მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეშ8ი მდებარეობდა.აღსანიშნავია, რომ ქართველი მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ. ისინი თურქეთში იმავე დღეს, 6 თებერვალს გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274592758_96:0:2827:2048_1920x0_80_0_0_f3a12f483ec8ce53920b74decef28728.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, თურქეთი , მიწისძვრა
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, თურქეთი , მიწისძვრა
თურქეთში ნანგრევებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ეძებენ
თურქეთში საათობრივად იცვლება ვითარება და საელჩოში ძალიან ბევრი ზარი შედის, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქეს ეძებენ, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლება, განუცხადა პირველ არხს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში გიორგი ჯანჯღავამ.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთში დაიღუპა 3700-ზე მეტი და დაშავდა 22 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5.500-ზე მეტი შენობა.
ელჩის თქმით, თურქეთში საათობრივად იცვლება ვითარება და საელჩოში ძალიან ბევრი ზარი შედის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყო ნაპოვნი.
„ათასზე მეტი ზარი შემოვიდა ცოტა ხნის წინ. პირველივე წუთიდან 100 მოქალაქე გვყავდა დაკარგული. თითქმის ყველა იყო მოძიებული. პრობლემური იყო მათგან 20. დღეს დილისთვის ყველა ვნახეთ, მაგრამ დილიდან ინფორმაცია ისევ შეიცვალა და რვა მოქალაქის დადგენა იყო საჭირო. სწორედ დღის განმავლობაში შევძელით, მოგვეძია რვა მოქალაქიდან ხუთი. ჩვენი ინფორმაციით, სამი მოქალაქე რჩება ნანგრევებში. ერთი საათის წინ დაემატათ სამი და სულ ექვსი მოქალაქის მოძიების პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა გიორგი ჯანჯღავამ.
მისი თქმით, საქართველოს საელჩომ ყველა რეგიონში შექმნა შტაბი და კოორდინაციაშია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოდან ჩასულ მაშველებთან, რომლებიც ქალაქ ადიამანში იმყოფებიან.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
საქართველოს საელჩო ანკარაში: +905336903040; +905392208280
საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში: +905418184400
საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში: +905413262226
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 800-ზე მეტი და დაშავდა 1.430 ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.
გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეშ8ი მდებარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მაშველები თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში უკვე ჩაერთნენ. ისინი თურქეთში იმავე დღეს, 6 თებერვალს გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.