https://sputnik-georgia.com/20230207/turqetshi-saqartvelos-yela-moqalaqe-napovnia-274643179.html
თურქეთში ნაპოვნია საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა
თურქეთში ნაპოვნია საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T12:20+0400
2023-02-07T12:20+0400
2023-02-08T17:31+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თურქეთი
მიწისძვრა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274676957_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_b76ca3a0415a23bedea16f14c4c8f3c5.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის შემდევ დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 2.921 და დაშავდა 15.834 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მან სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.საქართველოს საელჩო ანკარაში: +905336903040; +905392208280საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში: +905418184400საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში: +905413262226მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 700-ზე მეტი და დაშავდა 1.430 ადამიანი.მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274676957_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_bacdb3357678462549811dbd7d2d186a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თურქეთი , მიწისძვრა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თურქეთი , მიწისძვრა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თურქეთში ნაპოვნია საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა
12:20 07.02.2023 (განახლებულია: 17:31 08.02.2023) თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის შემდევ დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 2.921 და დაშავდა 15.834 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
ჯანჯღავას განცხადებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. მან სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
საქართველოს საელჩო ანკარაში: +905336903040; +905392208280
საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში: +905418184400
საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში: +905413262226
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 700-ზე მეტი და დაშავდა 1.430 ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.
გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.