თბილისში თურქეთისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს შეაგროვებენ

© AP Photo / Mahmut Bozarslanმიწისძვრის შედეგები თურქეთში
მიწისძვრის შედეგები თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
საქართველოში თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს გამოადგებათ.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად, საქართველოში თურქეთის საელჩოს კოორდინაციით მოხდება საჭირო ნივთების შეგროვება და მათი თურქეთში ტრანსპორტირება, იუწყება „პირველი არხი“.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) დაიღუპა 3549 და დაშავდა 22 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 6 ათასზე მეტი შენობა.
„საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული“, – აღნიშნულია გავრცელებულ დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის საელჩო მოთხოვნადი ნივთების ჩამონათვალსაც აქვეყნებს: ქურთუკი-პალტო, საწვიმარი, ჯამპერი, ხელთათმანი, შარფი – კაშნე, ბერეტი, წინდა, საბანი, საძილე ტომარა, საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები), ბავშვთა კვება, ბავშვის საფენები, დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები, ქალის ჰიგიენური პაკეტები.
საელჩოს ცნობით, მსურველებს შეუძლიათ, დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.
თურქეთის საელჩო – ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი, Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198; ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560
GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი, gurtiad@gurtiad.ge; მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
MÜSİAD- ი. ჭავჭავაძის პრ. #37, Musiadtbilisi@hotmail.com, ხათუნა: 557 505 946
შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი, ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი, ისა ალთუნი: 577 562 007.
მიწისძვრის კერა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. პირველი ბიძგი საქართველოს საზღვრიდან 616 კილომეტრში, ხოლო მეორე - 538 კილომეტრში დაფიქსირდა, ამას მოწმობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემები.
მიწისძვრის შედეგად ასევე ძლიერად დაზარალდა სირიაც. ამ დროისთვის ამ ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობა 1712 ადამიანს შეადგენს.
მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მუდმივად იცვლება.
ყველა ახალი ამბავი
0