https://sputnik-georgia.com/20230207/tbilissi-msoflios-wamyvani-universitetebis-warmomadgenlebipersonaliskvireulze-seikribnen-274651595.html
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში პერსონალის კვირეულზე შეიკრიბნენ
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში პერსონალის კვირეულზე შეიკრიბნენ
წელს ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავს ეძღვნება. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T16:09+0400
2023-02-07T16:09+0400
2023-02-07T23:06+0400
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274649883_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_3891277d9a74234da9229474e8f44251.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისში მეხუთე საერთაშორისო პერსონალის კვირეული იმართება, რომელმაც მსოფლიოს 14 ქვეყნის 26 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეკრიბა, იუწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პრეს-სამსახური.პერსონალის საერთაშორისო კვირეული წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიება, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა შეძლონ ერთმანეთისთვის იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თბილისში 10 თებერვალს დასრულდება. საქართველოს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან 45 სტუმარი ეწვია.თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, საერთაშორისო კვირეული ხაზს უსვამს ინტერნაციონალიზაციის როლს უმაღლესი განათლების სისტემაში. კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, აღნიშნა რექტორმა.„იდეების, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილებათა გაზიარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს შვილებს უფრო მდგრადი და სამართლიანი მომავალი შევუქმნათ““, - განაცხადა სამუშიამ.ხუთი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ სამოქალაქო ჩართულობისა და ინტერნაციონალიზმის როლს უნივერსიტეტების ეფექტური მართვის პროცესში.პერსონალის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები, ინსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული პერსონალი.საქართველო და გერმანია მეცნიერების სფეროში თანამშრომლობას გააძლიერებენ>>საფრანგეთის უნივერსიტეტის INSA Rennes წარმომადგენლის, იზაბელ ტიბონის თქმით, ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით.„კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ვეძებთ ახალ იდეებსა და პერსპექტივებს თანამშრომლობის უფრო გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ტიბონმა.2015 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს. ესაა ევროპული კავშირის სტუდენტებისა და უნივერსიტეტების მასწავლებლებს შორის გაცვლის არაკომერციული პროგრამა, სადაც, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, მონაწილეობენ ისლანდია, ლიხტენშტეინი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა.პროგრამა სწავლის, სტაჟირების ან მასწავლებლობის საშუალებას იძლევა პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყანაში. სწავლისა და სტაჟირების ვადა შეიძლება 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდს მოიცავს.ამ პროგრამაში საქართველოს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 151 პარტნიორი ჰყავს. ამ პროექტების წყალობით 2016-2022 წლებში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა დაახლოებით 1,4 ათასი სტუდენტი და დაახლოებით 500 პროფესორ-მასწავლებელი.ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მიიღო დაახლოებით 600 უცხოელი სტუდენტი და 400 პროფესორ-მასწავლებელი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274649883_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_363e5dac8700b872b525f1e71b2723d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საქართველო, განათლება საქართველოში
მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში პერსონალის კვირეულზე შეიკრიბნენ
16:09 07.02.2023 (განახლებულია: 23:06 07.02.2023) წელს ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავს ეძღვნება.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თბილისში მეხუთე საერთაშორისო პერსონალის კვირეული იმართება, რომელმაც მსოფლიოს 14 ქვეყნის 26 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეკრიბა, იუწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პრეს-სამსახური.
პერსონალის საერთაშორისო კვირეული წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავს ეძღვნება. ღონისძიება, რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა შეძლონ ერთმანეთისთვის იდეების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თბილისში 10 თებერვალს დასრულდება. საქართველოს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან 45 სტუმარი ეწვია.
თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, საერთაშორისო კვირეული ხაზს უსვამს ინტერნაციონალიზაციის როლს უმაღლესი განათლების სისტემაში. კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, აღნიშნა რექტორმა.
„იდეების, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილებათა გაზიარება შესაძლებლობას გვაძლევს ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს შვილებს უფრო მდგრადი და სამართლიანი მომავალი შევუქმნათ““, - განაცხადა სამუშიამ.
ხუთი დღის განმავლობაში ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ სამოქალაქო ჩართულობისა და ინტერნაციონალიზმის როლს უნივერსიტეტების ეფექტური მართვის პროცესში.
პერსონალის საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენლები, ინსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, ადმინისტრაციული პერსონალი.
საფრანგეთის უნივერსიტეტის INSA Rennes წარმომადგენლის, იზაბელ ტიბონის თქმით, ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით.
„კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. ვეძებთ ახალ იდეებსა და პერსპექტივებს თანამშრომლობის უფრო გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ტიბონმა.
2015 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტმობილობის 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს. ესაა ევროპული კავშირის სტუდენტებისა და უნივერსიტეტების მასწავლებლებს შორის გაცვლის არაკომერციული პროგრამა, სადაც, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, მონაწილეობენ ისლანდია, ლიხტენშტეინი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა.
პროგრამა სწავლის, სტაჟირების ან მასწავლებლობის საშუალებას იძლევა პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყანაში. სწავლისა და სტაჟირების ვადა შეიძლება 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდს მოიცავს.
ამ პროგრამაში საქართველოს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან 151 პარტნიორი ჰყავს. ამ პროექტების წყალობით 2016-2022 წლებში გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა დაახლოებით 1,4 ათასი სტუდენტი და დაახლოებით 500 პროფესორ-მასწავლებელი.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მიიღო დაახლოებით 600 უცხოელი სტუდენტი და 400 პროფესორ-მასწავლებელი.