https://sputnik-georgia.com/20230207/sss-s-tanamsromelma-saqme-tv-pirvelis-winaarmdeg-uzenaes-sasamartlosi-moigo-274669595.html
შსს-ს თანამშრომელმა საქმე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში მოიგო
შსს-ს თანამშრომელმა საქმე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში მოიგო
Sputnik საქართველო
სამართალდამცავმა სასამართლოს სამივე ინსტანციაში თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლო 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T22:38+0400
2023-02-07T22:38+0400
2023-02-07T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980107_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_ec37dfe646e34c13f0bbc0ab30fbb232.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ცილისწამების საქმე მოიგო ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.კვაშილავამ საქმე მოიგო ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ახლა უზენაეს სასამართლოში სარჩელის მოგება მოახერხა, რამაც ამ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება.2021 წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველმა" გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა.სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/09/249980107_176:0:2907:2048_1920x0_80_0_0_f7d9d0f2905622fd996b62f8daaba68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს თანამშრომელმა საქმე „ტვ პირველის“ წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში მოიგო
22:38 07.02.2023 (განახლებულია: 22:39 07.02.2023) სამართალდამცავმა სასამართლოს სამივე ინსტანციაში თავისი სიმართლის დამტკიცება შეძლო
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ცილისწამების საქმე მოიგო ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კვაშილავამ საქმე მოიგო ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ახლა უზენაეს სასამართლოში სარჩელის მოგება მოახერხა, რამაც ამ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, - ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება.
2021 წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია „პირველმა" გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.