https://sputnik-georgia.com/20230207/saqartvelos-parlamentis-sagazafxulo-sesia-wutieri-dumilit-daiwyo-274648612.html
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით დაიწყო
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით დაიწყო
Sputnik საქართველო
საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს დაგეგმილია პოლიტიკური გამოსვლები და კანონპროექტების განხილვები. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T14:31+0400
2023-02-07T14:31+0400
2023-02-07T14:31+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები
თურქეთი
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250312473_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_62bd7edec901e93706a9bd24650d0cce.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას შეუდგნენ მას შემდეგ, რაც პატივი მიაგეს თავიანთ კოლეგა ვახტანგ კიკაბიძესა და თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.ლეგენდარული ქართველი მსახიობი და მომღერალი, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლისა გარდაიცვალა.ამის შემდეგ პაპუაშვილმა პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - საქართველოს ორი მოქალაქე.„გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური, ასევე საქმით მხარდაჭერა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და კოლეგებს მიმართა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილებს.თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 3.381 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 20.436, დაინგრა 5.575 შენობა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს 1939 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა იყო.თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ სხდომაზე დაგეგმილია პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კი - კანონპროექტების განხილვა. გარდა ამისა, დაიწყება საპარლამენტო კომიტეტების პასუხების განხილვა 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. სულ ხუთი ანგარიშის მოსმენა და მათი განხილვა მიმდინარე პლენარული სხდომის განმავლობაში გაგრძელდება.პარლამენტში ოთხშაბათს წლიური ანგარიშით გამოვა შალვა პაპუაშვილი. შემდეგ დაიწყება კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0b/250312473_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e0d1633da729e04ec0a42c5ecb95b73f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით დაიწყო
საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს დაგეგმილია პოლიტიკური გამოსვლები და კანონპროექტების განხილვები.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას შეუდგნენ მას შემდეგ, რაც პატივი მიაგეს თავიანთ კოლეგა ვახტანგ კიკაბიძესა და თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულ ადამიანებს.
ლეგენდარული ქართველი მსახიობი და მომღერალი, პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლისა გარდაიცვალა.
„გამოგვაკლდა ერთი კოლეგა, ვახტანგ კიკაბიძე. ადამიანი, რომელიც საზოგადოებას ძალიან დააკლდა და ადამიანი, რომელთანაც ყველა ჩვენგანის ემოციაა დაკავშირებული. ეს ემოცია კიდევ დიდხანს გაჰყვება საზოგადოებას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებს მოუწოდა, მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით ეცათ პატივი.
ამის შემდეგ პაპუაშვილმა პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - საქართველოს ორი მოქალაქე.
„გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში თურქეთს სჭირდება როგორც ჩვენი მორალური, ასევე საქმით მხარდაჭერა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და კოლეგებს მიმართა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ სტიქიური უბედურების შედეგად გარდაცვლილებს.
თურქეთში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 3.381 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 20.436, დაინგრა 5.575 შენობა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს 1939 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კატასტროფა იყო.
თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პირველ სხდომაზე დაგეგმილია პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ კი - კანონპროექტების განხილვა. გარდა ამისა, დაიწყება საპარლამენტო კომიტეტების პასუხების განხილვა 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. სულ ხუთი ანგარიშის მოსმენა და მათი განხილვა მიმდინარე პლენარული სხდომის განმავლობაში გაგრძელდება.
პარლამენტში ოთხშაბათს წლიური ანგარიშით გამოვა შალვა პაპუაშვილი. შემდეგ დაიწყება კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა.