https://sputnik-georgia.com/20230207/saqartvelos-mtavroba-gaagrzelebs-magamtiani-regionebis-mxardacheras-274628960.html
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერას
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერას
Sputnik საქართველო
დღეისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1.801 დასახლებულ პუნქტს 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T09:45+0400
2023-02-07T09:45+0400
2023-02-07T09:45+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268527458_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_7f047a6a46c5d24ceb17f476376586aa.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2023 წელს გეგმავს მაღალმთიანი დასახლებების 2024-2030 წლების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ტერიტორიულ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". კანონი ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებისთვის. ფონდის გარდა მაშინ შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.ამჟამად მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.მაღალმთიან რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გააქტიურდება>>>სამოქმედო გეგმა მოიცავს 53 ღონისძიებას, რაზედაც სამი წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 968.5 მილიონი ლარის დახარჯვა. 2021-2022 წლებში ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 450 მილიონი ლარი.დღეისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1.801 დასახლებულ პუნქტს, რაც საქართველოს დასახლებების საერთო რაოდენობის დაახლოებით 49%-ია. ბოლო მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 264.306 ადამიანი.„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე გაცემულია, დაახლოებით, 505.6 მილიონი ლარი სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერისა თუ დანამატების სახით, საიდანაც 2022 წელს გაცემულია 103 მილიონი ლარი.მაღალმთიანად მიიჩნევა დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და უფრო ზემოთ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0e/268527458_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_496659333033b2407a8ab45163984d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერას
დღეისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1.801 დასახლებულ პუნქტს
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2023 წელს გეგმავს მაღალმთიანი დასახლებების 2024-2030 წლების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან დასახლებებში ტერიტორიულ განვითარებაზე ორიენტირებული სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის განხორციელებას, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მაღალმთიანი მოსახლეობის განვითარების ფონდი 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". კანონი ითვალისწინებს რიგ სოციალურ შეღავათებს ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლებისთვის. ფონდის გარდა მაშინ შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
ამჟამად მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.
სამოქმედო გეგმა მოიცავს 53 ღონისძიებას, რაზედაც სამი წლის განმავლობაში იგეგმება დაახლოებით 968.5 მილიონი ლარის დახარჯვა. 2021-2022 წლებში ბიუჯეტის ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 450 მილიონი ლარი.
დღეისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1.801 დასახლებულ პუნქტს, რაც საქართველოს დასახლებების საერთო რაოდენობის დაახლოებით 49%-ია. ბოლო მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს 264.306 ადამიანი.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან დღემდე გაცემულია, დაახლოებით, 505.6 მილიონი ლარი სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერისა თუ დანამატების სახით, საიდანაც 2022 წელს გაცემულია 103 მილიონი ლარი.
მაღალმთიანად მიიჩნევა დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და უფრო ზემოთ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.