საეკლესიო კალენდარი: 7 თებერვალი

© photo: Sputnik / Stringerმრევლი ტაძარში
მრევლი ტაძარში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია 7 თებერვალს გრიგოლ ღმრთისმეტყველის, წმიდა გაბრიელის, იმერეთის ეპისკოპოსის, მოწამეთა ფილიცატას, იანუარის, ფელიქსის, ფილიპეს, სილვანეს, ალექსანდრეს, ვიტალის და მარციალის, ღირსი პოპლი ასურისა და ღირსი მარი მგალობელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლეისო კალენდარში.
წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი - ღვთისმეტყველი
წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში.
მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახურის გზა აირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმიდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს, იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა იდგა.
წმიდა გრიგოლი, ათენის აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ განდეგილისა და საზოგადოებაში მცხოვრებთა შორის არსებულ რაღაც საშუალო გზაზე შეჩერდა. მოვლა-პატრონობას მოითხოვდნენ მოხუცი მშობლებიც, ამიტომ მათთან ცხოვრება გადაწყვიტა.
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 6 თებერვალი
362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზის ეპისკოპოსმა, შვილი, თუმცა შესანიშნავად იცოდა მისი გეგმები, თითქმის იძულებით მღვდლად აკურთხა. ხოლო 379 წელს გრიგოლ ნაზიანზელი, როგორც უკვე სიტყვითა და ცხოვრების წესით ცნობილი პიროვნება, კონსტანტინეპოლში მიიწვიეს.
არიოზის მიმდევართა ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინეპოლში წარმოსთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.
380 წელს იმპერატორ თეოდოსის მხარდაჭერით იგი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ წმიდა გრიგოლის მგრძნობიარე სულმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.
შემორჩენილია წმიდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმიდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.
გაბრიელ (გერასიმე) ქიქოძე დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში 1825 წელს
1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ქ. ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია.
1849-1858წწ. გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაიცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი დაინიშნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი ხელდასხმულ იქნა იმერეთის ეპისკოპოსად.
მაღრაანი, სასაფლაოს ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 5 თებერვალი
გაბრიელ ეპისკოპოსმა საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები", რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერის მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ერის ენის გაქრობის გარდუვალობას. აღსანიშნავია, აგრეთვე, გაბრიელ ეპისკოპოსის თავდადებული მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად.
წმიდა მოწამენი ფელიციტა და შვიდნი ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი
წმიდა მოწამე ფელიციტას შვიდი ვაჟი ჰყავდა: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანი, ალექსანდრე, ვიტალი და მერციალი. წარმოშობით ფელიციტა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. როცა ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღმერთების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი, მან მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის ისინი საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიციტა შესცქეროდა ძეების ტანჯვას და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა: თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა 164 წლის მახლობლად.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წევას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას  - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
საეკლესიო კალენდარი: 4 თებერვალი
ღირსი პოპლი ასური
ღირსი პოპლი ასური მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქ ზევგმაში დაიბადა. იგი სენატორის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ შემდგომ უარყო ეს სოფელი, ქონება მოწყალებად გასცა და მონაზვნობა შეიმოსა. წმიდანი ასურეთის უდაბნოს ერთ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ორი სავანე დააარსა: ერთი ბერძნებისათვის, მეორე კი - ასურელებისათვის. გარდაიცვალა 380 წელს.
ღირსი მარი მგალობელი
ღირსი მარი მგალობელი ასურეთში მოღვაწეობდა. ის 37 წელი ცხოვრობდა ერთ ნესტიან ქოხში, მშვენიერის პირისახის, რბილი და სასიამოვნო ხმის გამო წმიდანს მგალობელი შეარქვეს. ღირსი მამა გარდაიცვალა 60 წლის ასაკში (+430).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0