სააკაშვილი პატიმრობაში რჩება - ექს-პრეზიდენტის რეაქცია და ადვოკატების გეგმები

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერების აქცია სასამართლოსთან
სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა
თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უარს მისი ჯანმრთელობის მოტივით გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე „სასიკვდილო განაჩენი“ უწოდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატებმა ამ საქმეში მათ შორის უცხოელი ექიმები ჩართეს. მაგრამ მოსამართლისთვის უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომ სააკაშვილს არ აქვს ისეთი მძიმე ავადმყოფობები, რომლებიც სასჯელის გადავადების საფუძველს წარმოადგენს.
„მე, ფაქტობრივად, მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები საპატიმროში ყველა ლეტალური დაავადებით“, - ნათქვამია სააკაშვილის გვერდზე სოციალურ ქსელში.
ექს-პრეზიდენტის თქმით, მისი გათავისუფლების საქმეზე მთელი სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის ორ თვეს გაგრძელდა, „აბსოლუტური ხუმრობა" აღმოჩნდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლომ დაუჯერა არა წამყვან ექიმებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და საქართველოდან, რომლებმაც გამოიკვლიეს იგი და დასკვნებიც დადეს, არამედ ხელისუფლების ექსპერტებს, რომლებიც მას ერთხელაც არ შეხვედრიან. სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაცვის მიერ მოწვეულ ექიმებს შორის იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი.
სააკაშვილის დიაგნოზების სია ფართოვდება - ნობელის ლაურეატმა სასამართლოზე ჩვენება მისცა >>
სააკაშვილის ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.
„ამ გადაწყვეტილებას არაფერი სამართალთან არ ჰქონდა... ბოლო პროცესებზე აშკარად ნათელი გახდა, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული და პენიტენციური სამსახურის უფლებებს იცავდა“, - განუცხადა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს.
© photo: Sputnik / Stringerგიული ალასანია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე
Акция протеста сторонников Михаила Саакашвили у здания Тбилисского суда - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გიული ალასანია ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე
მან საქართველოში არსებულ მართლმსაჯულებას მკვდარი უწოდა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.
სანამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობდა, სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ქუჩაში ელოდნენ ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეები და მხარდამჭერები, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოქალაქეები.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ახლობლები და თანამოაზრეები უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
ყველა ახალი ამბავი
0