https://sputnik-georgia.com/20230207/qartveli-masvelebi-turqetsi-stiqiis-zonasi-imyofebian-274666116.html
ქართველი მაშველები თურქეთში სტიქიის ზონაში იმყოფებიან
ქართველი მაშველები თურქეთში სტიქიის ზონაში იმყოფებიან
Sputnik საქართველო
ელჩის ინფორმაციით, მთლიანად სტიქიის არეალ, სადაც მიწისძვრა მოხდა, არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T21:20+0400
2023-02-07T21:20+0400
2023-02-07T21:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
მიწისძვრა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274630909_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c8ef22e3059fe00927f51cef9df30e16.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ქართველი მაშველები უკვე იმყოფებიან თურქეთში და მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) დაიღუპა 3700-ზე მეტი და დაშავდა 22 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5.500-ზე მეტი შენობა.„როგორც ჩვენ ვიცით, ისინი უკვე ადიამანის პროვინციაში არიან, სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მათთან გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები“, – აღნიშნა ჯანჯღავამ „პირველი არხის“ ეთერში.მისი თქმით, ახლა ყველა ძალისხმევა, ჟანდარმერია, ჯარი, პოლიცია მიმართულია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.ელჩის ინფორმაციით, მთლიანად სტიქიის არეალ, სადაც მიწისძვრა მოხდა, არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია.„აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა მასშტაბური სამუშაოებია გასატარებელი ამ რეგიონში“, – აღნიშნა ელჩმა.მიწისძვრის კერა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. პირველი ბიძგი საქართველოს საზღვრიდან 616 კილომეტრში, ხოლო მეორე - 538 კილომეტრში დაფიქსირდა, ამას მოწმობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემები.მიწისძვრის შედეგად ასევე ძლიერად დაზარალდა სირიაც. ამ დროისთვის ამ ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობა 800 ადამიანს შეადგენს, დაშავდა 1440-ზე მეტი ადამიანი. სხვადასხვა პროვინციაში მთლიანად დანგრეულია 150 შენობა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274630909_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_59fddffcfcae4c4e3a2709b8aef39035.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, მიწისძვრა
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, მიწისძვრა
ქართველი მაშველები თურქეთში სტიქიის ზონაში იმყოფებიან
ელჩის ინფორმაციით, მთლიანად სტიქიის არეალ, სადაც მიწისძვრა მოხდა, არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. ქართველი მაშველები უკვე იმყოფებიან თურქეთში და მონაწილეობენ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში, განაცხადა თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) დაიღუპა 3700-ზე მეტი და დაშავდა 22 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5.500-ზე მეტი შენობა.
„როგორც ჩვენ ვიცით, ისინი უკვე ადიამანის პროვინციაში არიან, სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მათთან გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები“, – აღნიშნა ჯანჯღავამ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, ახლა ყველა ძალისხმევა, ჟანდარმერია, ჯარი, პოლიცია მიმართულია სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოვეხმაურეთ მოწოდებას და ჩამოვედით მყისიერად... როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 70-ზე მეტი ქვეყანა გამოეხმაურა და მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა არის ზამთარი, რთული პირობებია რეგიონში, მთაგორიანი რელიეფია და აუცილებელია მყისიერი ჩართვა“, - განაცხადა ელჩმა.
ელჩის ინფორმაციით, მთლიანად სტიქიის არეალ, სადაც მიწისძვრა მოხდა, არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია.
„აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა მასშტაბური სამუშაოებია გასატარებელი ამ რეგიონში“, – აღნიშნა ელჩმა.
მიწისძვრის კერა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. პირველი ბიძგი საქართველოს საზღვრიდან 616 კილომეტრში, ხოლო მეორე - 538 კილომეტრში დაფიქსირდა, ამას მოწმობს საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემები.
მიწისძვრის შედეგად ასევე ძლიერად დაზარალდა სირიაც. ამ დროისთვის ამ ქვეყანაში მსხვერპლთა რაოდენობა 800 ადამიანს შეადგენს, დაშავდა 1440-ზე მეტი ადამიანი. სხვადასხვა პროვინციაში მთლიანად დანგრეულია 150 შენობა.