პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
სესიის ფარგლებში მიმდინარე კვირაში დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს მოისმენენ.
თბილისი, 7 თბერვალი — Sputnik. პარლამენტის დეპუტატები საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე სამშაბათს, 7 თებერვალს შეიკრიბებიან.
საქართველოს პარლამენტი სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება. საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. ძირითადი ყურადღება დაეთმობა 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებულ კანონპროექტებს.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტმა უნდა აირჩიოს სახალხო დამცველი, რომლის შერჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გასულ წელს ერთხელ უკვე ჩავარდა - პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
გადაუჭრელია ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის საკითხი, რაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის ამ დრომდე კონსენსუსი ვერ შედგა.
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხში დათმობებისთვის მზად არის>>>
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში პარლამენტი ასევე ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც გასულ წელს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.
ცნობილია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა მზად 10-11 მარტს იქნება, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს.
ევროკომისიის რეკომენდაციების გარდა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განხილვის საგანი იქნება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სახალხო დამცველის ანგარიშები.
საგაზაფხულო სესიაზე პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ინტერპელაციის ფორმატი და დაუსვან შეკითხვები პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ მინისტრებს და უწყებების ხელმძღვანელებს, ასევე მოუსმინონ მთავრობის წარმომადგენლებს მინისტრთა საათის ფორმატში და შეაფასონ მათი საქმიანობა.
სესიის ფარგლებში მიმდინარე კვირაში დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს მოისმენენ.
ყველა ახალი ამბავი
0