https://sputnik-georgia.com/20230204/qartuli-ocneba-saxalxo-damcvelis-arcevis-sakitxsi-datmobebistvis-mzad-aris-274555937.html
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხში დათმობებისთვის მზად არის
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხში დათმობებისთვის მზად არის
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის კანდიდატურა უნდა იყოს მისაღები როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციისთვის, განაცხადა კობახიძემ 04.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-04T09:30+0400
2023-02-04T09:30+0400
2023-02-04T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_0fb5d93d5d1d2b9ea1d10119037185df.jpg
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოიწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.ამასთან მან რაციონალური უწოდა ისეთ მიდგომას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა პარლამენტის უმრავლესობისთვის იყოს მოსაწონი.„კონსტიტუციაში წერია, რომ სახალხო დამცველი მინიმუმ 90 დეპუტატს უნდა მოსწონდეს. ამ 90 დეპუტატიდან უმრავლესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. სახალხო დამცველი უნდა მოგვეწონოს ჩვენც და არა მხოლოდ ოპოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ახლა 83 მანდატი აქვს, და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250305328_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_58eb0741fce819383505e277a9f39c55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ქართული ოცნება , ადამიანის უფლებები საქართველოში
„ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის არჩევის საკითხში დათმობებისთვის მზად არის
სახალხო დამცველის კანდიდატურა უნდა იყოს მისაღები როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციისთვის, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოიწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
„თუ ისეთ კანდიდატებს წარმოადგენენ, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, ჩვენ სათანადო მიდგომა გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან რაციონალური უწოდა ისეთ მიდგომას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა პარლამენტის უმრავლესობისთვის იყოს მოსაწონი.
„კონსტიტუციაში წერია, რომ სახალხო დამცველი მინიმუმ 90 დეპუტატს უნდა მოსწონდეს. ამ 90 დეპუტატიდან უმრავლესობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. სახალხო დამცველი უნდა მოგვეწონოს ჩვენც და არა მხოლოდ ოპოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ახლა 83 მანდატი აქვს, და გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.