იწყება ავტომაგისტრალი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა

© Roads Department of Georgiaვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
გამოწერა
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან აკავშირებს.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. იწყება თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის საგარეჯო-ბადიაურის ოთხზოლიანი მაგისტრალის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი კახეთის ახალი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომლის მშენებლობაზე კონტრაქტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია მუშაობას 2025 წელს დაამთავრებს.
© Roads Department of Georgiaვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
Строительство автомагистрали Вазиани-Сагареджо - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. მისი ღირებულებაა 276,7 მლნ ლარი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, კახეთში საავტომობილო გზების მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველაზე მნიშვნელოვან 35-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე მიდის.
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი მთავარი ავტომაგისტრალის ნაწილია, რომელიც თბილისსა და კახეთს აკავშირებს, ის ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია.
კახეთში გზების მშენებლობა მიმდინარე წელს ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება>>
ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებული გზა კი გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე, როგორიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.
თბილისი–საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს – ვაზიანის შემოვლით გზაზე, ვაზიანი–საგარეჯოს მონაკვეთზე და საგარეჯოს შემოვლით გზაზე. ვაზიანის შემოვლითი გზის დასრულება 2023 წელს, ხოლო დანარჩენი ორი მონაკვეთის – 2024 წელს იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით 110 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილების საშუალებას იძლევა.
© Roads Department of Georgiaვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
Строительство автомагистрали Вазиани-Сагареджо - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2023
ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობა
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს კახეთში ბაკურციხე–წნორის შემოვლით გზაზეც (16,6 კმ), რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრისკენ მიდის.
გზის აღნიშნული მონაკვეთი კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი გზის ნაწილია (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი), რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობა ახასიათებს.
ალაზნის ველის მხარეს აშენდება ბაკურციხე–წნორის ახალი შემოვლითი გზა, რომელიც საერთაშორისო თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვრის გზის ნაწილი იქნება და რომელიც გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე ექვს სოფელს (ბაკურციხე, კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, საქობო).
შესაბამისად, ლაგოდეხისა და აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს აღარ დასჭირდება ბაკურციხიდან წნორამდე სოფლების გავლა, არამედ შემოვლითი გზით ისარგებლებს.
პროექტი ითვალისწინებს ორზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას. მისი ღირებულება 87,8 მილიონი ლარია და ის აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0