https://sputnik-georgia.com/20230207/giorgi-xojevanisvili-politikidan-midis-274644671.html
გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" დეპუტატი პოლიტიკიდან მიდის
გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" დეპუტატი პოლიტიკიდან მიდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადაწყვიტა, დატოვოს დეპუტატის მანდატი, ის... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T13:11+0400
2023-02-07T13:11+0400
2023-02-07T22:43+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274643417_135:364:1914:1365_1920x0_80_0_0_5dea8e36997de727d1d42f490fb5fcb9.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადაწყვიტა, დატოვოს დეპუტატის მანდატი, ის წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას.თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ დატოვოს ოპოზიციური პარტიის რიგები, წავიდეს პოლიტიკიდან და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძოს, ხოჯევანიშვილმა სოციალურ ქსელში ორშაბათს დაწერა.ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატია. წასვლის მიზეზად მან ერთადერთი გარემოება დაასახელა – „მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს“.დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, არ მეძლევა საშუალება ეფექტურად შევასრულო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.ხოჯევანიშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩეველს, კოლეგებსა და თანამებრძოლებს, ყველას, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა სახელმწიფო სექტორში ქვეყნის საკეთილდღეოდ.„ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი“, – დაწერა ხოჯევანიშვილმა.ხოჯევანიშვილი 2020 წელს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გახდა. მანამდე ის შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.მან 2021 წლის აპრილში ხუთ დეპუტატთან ერთად დატოვა მმართველი პარტიის რიგები და ოპოზიციაში გადავიდა, შეუერთდა გახარიას პარტიას.მას შემდეგ, რაც ხოჯევანიშვილი დატოვებს სადეპუტატო მანდატს, გორისა და კასპის ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება>>საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით, აპრილში ან ოქტომბერში.ამგვარად, თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო უფლებამოსილება თუ შეწყდა 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში - უახლოეს აპრილში.უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/07/274643417_250:375:1570:1365_1920x0_80_0_0_576c994576079b2d1378d1694e69edcd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადაწყვიტა, დატოვოს დეპუტატის მანდატი, ის წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ დატოვოს ოპოზიციური პარტიის რიგები, წავიდეს პოლიტიკიდან და საქმიანობა კერძო სექტორში განაგრძოს, ხოჯევანიშვილმა სოციალურ ქსელში ორშაბათს დაწერა.
„არ ვგეგმავ არანაირ პოლიტიკურ აქტივობას და ვაპირებ საქმიანობა გავაგრძელო კერძო სექტორში“, – განმარტა ხოჯევანიშვილმა.
ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატია. წასვლის მიზეზად მან ერთადერთი გარემოება დაასახელა – „მაღალი პასუხისმგებლობის განცდა, რომელიც მაქვს ჩემი ამომრჩევლის წინაშე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს“.
დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, არ მეძლევა საშუალება ეფექტურად შევასრულო ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები, რაც ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს“, – დაწერა მან.
ხოჯევანიშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ამომრჩეველს, კოლეგებსა და თანამებრძოლებს, ყველას, ვინც მრავალი წლის განმავლობაში მასთან ერთად მუშაობდა სახელმწიფო სექტორში ქვეყნის საკეთილდღეოდ.
„ვრჩები იმ ღირებულებების ერთგული, რის გამოც რთულ პოლიტიკურ პროცესებში შევედი და ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ თითოეულ თანამოაზრეს. იმედს ვიტოვებ, საქართველო შეძლებს წინსვლას და მალე გახდება ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი“, – დაწერა ხოჯევანიშვილმა.
ხოჯევანიშვილი 2020 წელს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის დეპუტატი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გახდა. მანამდე ის შიდა ქართლის გუბერნატორი იყო.
მან 2021 წლის აპრილში ხუთ დეპუტატთან ერთად დატოვა მმართველი პარტიის რიგები და ოპოზიციაში გადავიდა, შეუერთდა გახარიას პარტიას.
მას შემდეგ, რაც ხოჯევანიშვილი დატოვებს სადეპუტატო მანდატს, გორისა და კასპის ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით, აპრილში ან ოქტომბერში.
ამგვარად, თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო უფლებამოსილება თუ შეწყდა 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში - უახლოეს აპრილში.
უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.