https://sputnik-georgia.com/20230207/bolo-cnobebo-turqetidan-274640512.html
თურქეთში მესამე მიწისძვრა მოხდა: ბოლო ცნობები და ახალი ვიდეოკადრები
თურქეთში მესამე მიწისძვრა მოხდა: ბოლო ცნობები და ახალი ვიდეოკადრები
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ცენტრალურ ნაწილში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5,3 მაგნიტუდა იყო, იუწყება ევროპული სეისმოლოგიური... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T09:39+0400
2023-02-07T09:39+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
მიწისძვრა
თურქეთი
ახალი ამბები
ბუნებრივი კატასტროფები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250370062_0:209:2896:1838_1920x0_80_0_0_e8f8f93ebc45a816e253c3977ea4f419.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ცენტრალურ ნაწილში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5,3 მაგნიტუდა იყო, იუწყება ევროპული სეისმოლოგიური ცენტრი.მისი მონაცემებით რყევები უნივერსალური გლობალური დროით, 7 თებერვლის 03:13 საათზე დაფიქსირდა (დილის 07:13 საათი თბილისის დროით). მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ადიამანიდან 43 კმ-ში მდებარეობდა, რომელშიც 42 000 ადამიანი ცხოვრობს.ამის პარალელურად, თურქეთის სამხრეთსა და სირიაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია ორი მიწისძვრის შედეგად მიწასთან გასწორებული ათასობით შენობის ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად.ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრებს თურქეთში 3381 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 436 კაცი. დანგრეულია 5575 შენობა. რაც შეეხება სირიას, კატასროფამ იქ 1450 ადამიანი შეიწირა.პირველი, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვლის დილით, 04:17 საათზე მოხდა ქალაქ გაზიანტეპის მახლობლად. უძლიერეს რყევას 40 აფტერშოკი მოჰყვა.აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო თურქეთში 1939 წლის შემდეგ. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო, 6 თებერვლის შუადღით, 13:30 საათზე მოხდა. მისი ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო.სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. თურქეთმა დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, რის შემდეგაც მსოფლიო ქვეყნებმა რეგიონში დამხმარე ძალების — ტექნიკისა და მაშველების გაგზავნა დაიწყეს.ამ დროისათვის დამანგრეველი მიწისძვრის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში თურქეთის არმიის 3500 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმებია ჩართული.პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/11/250370062_84:0:2813:2047_1920x0_80_0_0_cf27557737781870f348899879e03de3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრა, თურქეთი , ახალი ამბები, ბუნებრივი კატასტროფები, მსოფლიოს ახალი ამბები
მიწისძვრა, თურქეთი , ახალი ამბები, ბუნებრივი კატასტროფები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ცენტრალურ ნაწილში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 5,3 მაგნიტუდა იყო,
იუწყება ევროპული სეისმოლოგიური ცენტრი.
მისი მონაცემებით რყევები უნივერსალური გლობალური დროით, 7 თებერვლის 03:13 საათზე დაფიქსირდა (დილის 07:13 საათი თბილისის დროით). მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ადიამანიდან 43 კმ-ში მდებარეობდა, რომელშიც 42 000 ადამიანი ცხოვრობს.
ამის პარალელურად, თურქეთის სამხრეთსა და სირიაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია ორი მიწისძვრის შედეგად მიწასთან გასწორებული ათასობით შენობის ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად.
ამ დროის მონაცემებით, მიწისძვრებს თურქეთში 3381 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20 436 კაცი. დანგრეულია 5575 შენობა. რაც შეეხება სირიას, კატასროფამ იქ 1450 ადამიანი შეიწირა.
პირველი, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვლის დილით, 04:17 საათზე მოხდა ქალაქ გაზიანტეპის მახლობლად. უძლიერეს რყევას 40 აფტერშოკი მოჰყვა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო თურქეთში 1939 წლის შემდეგ.
მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო, 6 თებერვლის შუადღით, 13:30 საათზე მოხდა. მისი ეპიცენტრი კაჰრამანმარაშის პროვინციაში იყო.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. თურქეთმა დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, რის შემდეგაც მსოფლიო ქვეყნებმა რეგიონში დამხმარე ძალების — ტექნიკისა და მაშველების გაგზავნა დაიწყეს.
ამ დროისათვის დამანგრეველი მიწისძვრის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში თურქეთის არმიის 3500 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმებია ჩართული.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.