https://sputnik-georgia.com/20230207/-janmo-miwiszvrebma-23-milioni-adamiani-daazarala-274649661.html
ჯანმო: 6 თებერვლის მიწისძვრებმა 23 მილიონი ადამიანი დააზარალა
ჯანმო: 6 თებერვლის მიწისძვრებმა 23 მილიონი ადამიანი დააზარალა
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი... 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T14:22+0400
2023-02-07T14:22+0400
2023-02-07T14:24+0400
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
თურქეთი
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274607381_0:57:3073:1785_1920x0_80_0_0_79a32791e476a83c9267c26dcf678555.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი დააზარალა, მიაჩნიათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (ჯანმო) .ამის შესახებ „Sputnik თურქეთს“ ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თანამშრომელმა ადელჰეიდ მარშანგმა განუცხადა.თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 3432 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია 20 534 კაცი, დანგრეულია, სავარაუდოდ, 11 302 შენობა.ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის თქმით, ამ მომენტისთვის ნანგრევებიდან რვა ათასზე მეტი ადამიანია ამოყვანილი და გადარჩენილი.ვიდეოზე: მიწისძვრიდან 21 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს დღეს დილით თურქეთში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით (CSEM/EMSC), პირველი, 5,3 მაგნიტუდის რყევა თბილისის დროით დილის 07:13 საათზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე, რომლის სიმძლავრეც 5,7 მაგნიტუდა იყო, თბილისის დროით 11:11 საათზე მოხდა.აღინიშნება, რომ 6 თებერვლის შემდეგ მიწისძვრებს ჯამში 285 აფტერშოკი მოჰყვა და მათი რიცხვი კიდევ მატულობს.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274607381_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_0b308a2ff5074abee948057a30406aaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სავარაუდოდ, 23 მილიონი ადამიანი დააზარალა, მიაჩნიათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (ჯანმო) .
ამის შესახებ
„Sputnik თურქეთს“ ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის თანამშრომელმა ადელჰეიდ მარშანგმა განუცხადა.
„მომხდარის საერთო სურათი აჩვენებს, რომ მიწისძვრა საერთო ჯამში შესაძლოა 23 მილიონ ადამიანს შეხებოდა. მათგან დაახლოებით 5 მილიონი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ნაწილია“, — აღნიშნა მარშანგმა.
თურქეთში, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 3432 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია 20 534 კაცი, დანგრეულია, სავარაუდოდ, 11 302 შენობა.
ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ფუათ ოქტაის თქმით, ამ მომენტისთვის ნანგრევებიდან რვა ათასზე მეტი ადამიანია ამოყვანილი და გადარჩენილი.
ვიდეოზე: მიწისძვრიდან 21 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს
დღეს დილით თურქეთში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით (CSEM/EMSC), პირველი, 5,3 მაგნიტუდის რყევა თბილისის დროით დილის 07:13 საათზე დაფიქსირდა, ხოლო მეორე, რომლის სიმძლავრეც 5,7 მაგნიტუდა იყო, თბილისის დროით 11:11 საათზე მოხდა.
აღინიშნება, რომ 6 თებერვლის შემდეგ მიწისძვრებს ჯამში 285 აფტერშოკი მოჰყვა და მათი რიცხვი კიდევ მატულობს.