https://sputnik-georgia.com/20230206/salva-papuasvilma-turq-xalxs-miusamzimra-274599377.html
ქვეყნის პირველმა პირებმა თურქ ხალხს მიუსამძიმრეს
ქვეყნის პირველმა პირებმა თურქ ხალხს მიუსამძიმრეს
Sputnik საქართველო
თურქეთში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 284 ადამიანი, დაშავდა 2.300-ზე მეტი. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T12:43+0400
2023-02-06T12:43+0400
2023-02-06T16:46+0400
შემთხვევები
თურქეთი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი ღარიბაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274595643_0:0:2252:1266_1920x0_80_0_0_5b38e6330eca1d14e824c6ae29e38d4d.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩვენ ვდგავართ თურქ ხალხთან ერთად და მზად ვართ ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვლის დილით, 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, მთავრობასა და თურქ ხალხს.თურქ ხალხს მიუსამძიმრა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“, – დაწერა პაპუაშვილმა Twitter-ში.თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს", – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ში.ამ დროის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან 230 სირიაში და 280 თურქეთში. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
თურქეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274595643_255:0:1943:1266_1920x0_80_0_0_d6ade56546963c98a8c6fe14268be8f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, თურქეთი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ირაკლი ღარიბაშვილი , სალომე ზურაბიშვილი , შალვა პაპუაშვილი
შემთხვევები, თურქეთი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ირაკლი ღარიბაშვილი , სალომე ზურაბიშვილი , შალვა პაპუაშვილი
ქვეყნის პირველმა პირებმა თურქ ხალხს მიუსამძიმრეს
12:43 06.02.2023 (განახლებულია: 16:46 06.02.2023) თურქეთში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 284 ადამიანი, დაშავდა 2.300-ზე მეტი.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ჩვენ ვდგავართ თურქ ხალხთან ერთად და მზად ვართ ნებისმიერი საჭირო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვლის დილით, 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა სამძიმარი გამოუცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, მთავრობასა და თურქ ხალხს.
„დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ, აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება", – აღნიშნა პრემიერმა.
თურქ ხალხს მიუსამძიმრა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“, – დაწერა პაპუაშვილმა
Twitter-ში.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ მძიმე დროს საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას.
„ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს", – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ში.
ამ დროის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 500-ზე მეტი ადამიანი, აქედან 230 სირიაში და 280 თურქეთში. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.