შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას გადაჯგუფების გზით

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
ჩვენ საქმე გვაქვს არა რაღაც იდეებთან, არამედ პოლიტიკურ პროექტებთან, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ათი წელია ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას სხვადასხვა გადაჯგუფების გზით, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ამას წინათ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ქვეყანაში არ არსებობს დიდი ოპოზიციური ერთობის შექმნის პერსპექტივა და საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო. ამასთან, ჯაფარიძემ განმარტა, რომ ეს არ ეხება „სტრატეგია აღმაშენებლის“, პარტია „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ კოორდინაციას.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა იდეებთან, არამედ პოლიტიკურ პროექტებთან, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახით ხორციელდებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სამი ოპოზიციური პარტია – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ სინამდვილეში ერთი დაჯგუფებაა.
„ასეთი სახის გაერთიანება არ არის პირველი, ხან ერთ ფორმაციაშია, ხან მეორეში. სინამდვილე ისაა, რომ არ არსებობს სამი პარტიის ცალკე გაერთიანება და არც „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ერთი ჯგუფი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერები არიან.

„შესაბამისად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც ეფუძნება ძალადობას. ათი წელია ძალაუფლების დაბრუნებას სხვადასხვა გადაჯგუფებით ცდილობენ, საზოგადოების პასუხია, რომ მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური გაერთიანების“ შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში გამოთქვა. პოტენციურ პარტნიორებად მან დაასახელა „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ახალი კოალიციის ფორმირების შემთხვევაში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც გამოთქვეს.
ჩრდილოვანი მმართველობა და ავტოკრატია: ნიკა მელია პარტიაში „გასაოცარ დემოკრატიაზე“ საუბრობს >>
პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მაშინ აღნიშნა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით უზარმაზარი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
ყველა ახალი ამბავი
0