https://sputnik-georgia.com/20230206/abasizem-braldebas-upasuxa-274604970.html
აბაშიძემ მოსკოვთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ ბრალდებას უპასუხა
აბაშიძემ მოსკოვთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ ბრალდებას უპასუხა
ომზე მეოცნებე „TV პირველი“ ვერა და ვერ მიხვდა, რომ სიბინძურე ყოველთვის უკან უბრუნდებათ, აღნიშნა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T15:39+0400
2023-02-06T15:39+0400
2023-02-06T20:30+0400
ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/78/236577837_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_e5f9cdd3a74ec66cd0763e97b3cbf88a.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველი“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა, თითქოს ის მოსკოვთან რაღაც ფარულ მოლაპარაკებებს მართავს.საუბარია „TV პირველის“ ეთერში 4 თებერვალს გასულ რეპორტაჟზე.მან აღნიშნა, რომ იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან ატარებს, ინფორმირებულია როგორც ქართული საზოგადოება, ისე შესაბამისი უწყებები და დასავლელი პარტნიორები.„გადაცემას რეფრენად მისდევდა კითხვა: „რაზე ესაუბრება ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხარეს?“. კვლავ განვმარტავ: ე.წ. პრაღის ფორმატში განვიხილავთ საქართველოსთვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებს, რაც საერთო ჯამში, ბუნებრივია, დაკავშირებულია ქართული ტერიტორიების ბედთან“, – განაცხადა აბაშიძემ.ამასთან, მან აღნიშნა, რომ, „როგორც ჩანს, ომზე მეოცნებე „TV პირველში“ ვერა და ვერ ხვდებიან, რომ სიბინძურე მუდამ უკან უბრუნდებათ“.არაფერი სკანდალური - ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან საუბრის აუდიოჩანაწერზე>>დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატის მეშვეობით მიმდინარეობს - აბაშიძისა და კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომლებიც 2008 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები, ასევე აშშ-ის, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები.თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის („სამხრეთ ოსეთის“) დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23657/78/236577837_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_a98b1651a553c455a4e33a2b1b02a458.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა
აბაშიძემ მოსკოვთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ ბრალდებას უპასუხა
15:39 06.02.2023 (განახლებულია: 20:30 06.02.2023) ომზე მეოცნებე „TV პირველი“ ვერა და ვერ მიხვდა, რომ სიბინძურე ყოველთვის უკან უბრუნდებათ, აღნიშნა საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველი“ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა, თითქოს ის მოსკოვთან რაღაც ფარულ მოლაპარაკებებს მართავს.
საუბარია „TV პირველის“ ეთერში 4 თებერვალს გასულ რეპორტაჟზე.
„დრამატული მუსიკისა და კრემლის ფოტოების ფონზე, ყოველგვარი რეალური ფაქტების გარეშე და უნიჭო მანიპულაციებით აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებებზე, რომლებსაც თითქოს მე საიდუმლოდ ვაწარმოებდი რუსეთის მხარესთან მოსკოვში 2012-2022 წლებში. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს სიცრუეა“, – განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „იმედს“.
მან აღნიშნა, რომ იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან ატარებს, ინფორმირებულია როგორც ქართული საზოგადოება, ისე შესაბამისი უწყებები და დასავლელი პარტნიორები.
„გადაცემას რეფრენად მისდევდა კითხვა: „რაზე ესაუბრება ზურაბ აბაშიძე რუსეთის მხარეს?“. კვლავ განვმარტავ: ე.წ. პრაღის ფორმატში განვიხილავთ საქართველოსთვის საჭირბოროტო კონკრეტულ საკითხებს, რაც საერთო ჯამში, ბუნებრივია, დაკავშირებულია ქართული ტერიტორიების ბედთან“, – განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ, „როგორც ჩანს, ომზე მეოცნებე „TV პირველში“ ვერა და ვერ ხვდებიან, რომ სიბინძურე მუდამ უკან უბრუნდებათ“.
დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატის მეშვეობით მიმდინარეობს - აბაშიძისა და კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, რომლებიც 2008 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებები, ასევე აშშ-ის, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლები.
თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის („სამხრეთ ოსეთის“) დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.