https://sputnik-georgia.com/20230205/tengiz-cercvaze-covid-pandemia-jer-ar-dazleula-274578655.html
თენგიზ ცერცვაძე: COVID-პანდემია ჯერ არ დაძლეულა
თენგიზ ცერცვაძე: COVID-პანდემია ჯერ არ დაძლეულა
გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ შეარქვეს, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T14:21+0400
2023-02-05T14:21+0400
2023-02-05T14:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
ჯანმრთელობა
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_c08b694aa664bbac87c8d49a200215d5.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.„კრაკენი“ – „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტია. საქართველოში ის ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ მიიჩნევა, რომ ყველა ცნობილ შტამებში ის ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ცნობილია იცის, რომ „კრაკენს“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა.მისი თქმით, გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი.ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული შტამი ყველაზე მეტი გადამდებობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება.მისი თქმით, იაპონიაში 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში, იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ COVID-ის დიაგნოზით 500-მდე ადამიანი იღუპებოდა.მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი აქვს >>ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან.ცერცვაძის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა – CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს“.იანვრის მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსზე 6-7 ათასი ტესტი კეთდება, აქედან 200-300 დადებითია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24824/62/248246211_125:102:1716:1296_1920x0_80_0_0_1591ed4bf863aefd00bdc55c8366fd50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმრთელობა , კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, ჯანმრთელობა , კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
თენგიზ ცერცვაძე: COVID-პანდემია ჯერ არ დაძლეულა
გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ შეარქვეს, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„კრაკენი“ – „ომიკრონის“ ახალი სუბვარიანტია. საქართველოში ის ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ მიიჩნევა, რომ ყველა ცნობილ შტამებში ის ყველაზე სწრაფად ვრცელდება. ცნობილია იცის, რომ „კრაკენს“ არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა.
„27 იანვარს ჯანმომ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში ომიკრონი და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად“, - დაწერა ცერცვაძემ.
მისი თქმით, გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი.
ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული შტამი ყველაზე მეტი გადამდებობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება.
„თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად. რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება“, - დაწერა ცერცვაძემ.
მისი თქმით, იაპონიაში 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში, იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ COVID-ის დიაგნოზით 500-მდე ადამიანი იღუპებოდა.
ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან.
ცერცვაძის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა – CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს“.
იანვრის მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსზე 6-7 ათასი ტესტი კეთდება, აქედან 200-300 დადებითია.