https://sputnik-georgia.com/20230205/tbilisi-woltis-kurierebi-gaificnen-274581564.html
თბილისში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ
თბილისში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ
Sputnik საქართველო
კურიერები შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვენ 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T17:54+0400
2023-02-05T17:54+0400
2023-02-05T17:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687781_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_bba557bed51dca3bc801b69de662b726.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. კვების და საქონლის მიტანის სერვისის Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ, ისინი საპროტესტო აქციაზე თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.კურიერებმა „ვოლტის“ მენეჯმენტს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს - პირველ რიგში ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას.როგორც კურიერები აცხადებენ, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრნენ კომპანიის ადმინისტრაციას, რომელმაც მათ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სთხოვა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ აღარ დაუკავშირდა, „ვოლტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687781_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7812200bddd7f0f8fd820b959c063997.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
თბილისში Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ
კურიერები შრომის პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვენ
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. კვების და საქონლის მიტანის სერვისის Wolt-ის კურიერები გაიფიცნენ, ისინი საპროტესტო აქციაზე თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, იუწყება Sputnik-ის კორესპონდენტი ადგილიდან.
კურიერებმა „ვოლტის“ მენეჯმენტს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს - პირველ რიგში ისინი ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას.
„ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი ტარიფების აწევა. ბევრი ხარვეზია, რის გამოც ჩვენ გვაკლდება შემოსავალი. კილომეტრების ცდომილებაა, რომელიც თითქმის ყველა შეკვეთაზე ხდება. რამდენიმე თვეა გვეუბნებიან, რომ გაასწორებენ, თუმცა არ სწორდება. რამდენიმე დღე ჰქონდათ პასუხისთვის, არანაირი რეაგირება არ ხდება მათი მხრიდან“, - განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა კურიერმა.
როგორც კურიერები აცხადებენ, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრნენ კომპანიის ადმინისტრაციას, რომელმაც მათ გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სთხოვა. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია მათ აღარ დაუკავშირდა, „ვოლტის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის ჩატარება გადაწყვიტეს.