საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა საქართველოში
მშენებლობა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. უახლოეს მომავალში საქართველოში აშენდება და აღდგება 10 სტადიონი, რეგიონებში სპორტული კომპლექსების მშენებლობა დასრულდება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობის მონაცემებით, უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელსაც საქართველო 2023 წელს მასპინძლობს, დასკვნით ფაზაშია 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, 2023 წელს დასრულდება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის სპორტული კომპლექსის და მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.
ინტენსიურად გაგრძელდება ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა სულ უფრო მეტ სპორტულ ჩემპიონატს უმასპინძლებს, რაც უფრო მეტ ვიზიტორს მოიზიდავს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ყველა ახალი ამბავი
0