https://sputnik-georgia.com/20230205/saqartvelos-mtavroba-wyalmomaragebis-sistemis-ganvitarebaze-imusavebs-274588312.html
საქართველოს მთავრობა წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე იმუშავებს
საქართველოს მთავრობა წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე იმუშავებს
Sputnik საქართველო
სამუშაოები უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 165 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T13:52+0400
2023-02-05T13:52+0400
2023-02-06T02:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23792/00/237920051_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_468fe0a82dfd5e6d4ea8ed93847c757c.jpg
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 60 ათასი ოჯახი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.საქართველოს სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა წყალსადენის მოძველებული სისტემისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო გაჩნდა.მთავრობის ინფორმაციით, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები ქვეყნის 165-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.2023 წელს ასევე დაგეგმილია პროექტის დასრულება 70-მდე მდებარეობაში, რის შედეგადაც, 200 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს დასრულდება:ქალაქ თელავისა და ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების პროექტები;დედოფლისწყაროსა და 14 სოფლის (ზემო მაჩხაანი, მირზაანი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი, ხორნაბუჯი, სამრეკლო) წყალმომარაგების პროექტი;თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის და 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი, ასურეთი) წყალმომარაგების პროექტი;სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, და საქობაოს) წყალმომარაგების პროექტი;ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების პროექტი და სხვა.ასევე, 2023 წელს დაიწყება ქალაქ ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების და დაბა სტეფანწმინდის წყალმომარაგების პროექტები; გაგრძელდება ფოთისა და მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები.2023 წელს გაგრძელდება და დაიწყება სამუშაოები ბოლნისის, დაბა კაზრეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, გუდაურის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებზე, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „მშენებლობა განვადებით” ფარგლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23792/00/237920051_93:0:1873:1335_1920x0_80_0_0_659dedc9a6abceb9ba37bf15fc59afec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა წყალმომარაგების სისტემის განვითარებაზე იმუშავებს
13:52 05.02.2023 (განახლებულია: 02:02 06.02.2023) სამუშაოები უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 165 დასახლებულ პუნქტში მიმდინარეობს
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. 2023 წელს უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება 60 ათასი ოჯახი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს სოფლებში წყალმომარაგების პრობლემა წყალსადენის მოძველებული სისტემისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო გაჩნდა.
მთავრობის ინფორმაციით, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები ქვეყნის 165-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში.
2023 წელს ასევე დაგეგმილია პროექტის დასრულება 70-მდე მდებარეობაში, რის შედეგადაც, 200 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც მანამდე არ ჰქონდა წვდომა უწყვეტ წყალმომარაგებაზე, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.
მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს დასრულდება:
ქალაქ თელავისა და ქალაქ ჯვარის წყალმომარაგების პროექტები;
დედოფლისწყაროსა და 14 სოფლის (ზემო მაჩხაანი, მირზაანი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, გამარჯვება, ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი, ხორნაბუჯი, სამრეკლო) წყალმომარაგების პროექტი;
თეთრიწყაროს, დაბა მანგლისის და 15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი, ასურეთი) წყალმომარაგების პროექტი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის (ანაგის, ვაქირის, ბოდბისხევის, ჯუგაანის, ტიბაანის, ქვემო მაღაროს, ქვემო ბოდბის, და საქობაოს) წყალმომარაგების პროექტი;
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულას წყალმომარაგების პროექტი და სხვა.
ასევე, 2023 წელს დაიწყება ქალაქ ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების და დაბა სტეფანწმინდის წყალმომარაგების პროექტები; გაგრძელდება ფოთისა და მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები.
2023 წელს გაგრძელდება და დაიწყება სამუშაოები ბოლნისის, დაბა კაზრეთის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, გუდაურის, წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტებზე, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „მშენებლობა განვადებით” ფარგლებში.