https://sputnik-georgia.com/20230205/cercvaze-saqartvelosi-gripis-gavrceleba-normis-farglebsia-274581694.html
ცერცვაძე: საქართველოში გრიპის გავრცელება ნორმის ფარგლებშია
ცერცვაძე: საქართველოში გრიპის გავრცელება ნორმის ფარგლებშია
Sputnik საქართველო
„კრაკენი“, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, დაწერა ექიმმა 05.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-05T18:38+0400
2023-02-05T18:38+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264237351_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_e678d6cf5abd18f78d123d45ec87f32b.jpg
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში რესპირატორული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და საშუალო სეზონურ სტატისტიკას შეესაბამება, - დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.როგორც მან აღნიშნა, რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ იმართება ძალიან კარგად, რაზეც ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს.ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.თენგიზ ცერცვაძე: COVID-პანდემია ჯერ არ დაძლეულა >>რაც შეეხება „კრაკენს“, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ის ყველაზე სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. იანვრის მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსზე 6-7 ათასი ტესტი კეთდება, აქედან 200-300 დადებითია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/08/264237351_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_927a0ae40c0c53d67f9c91f5eba73ccd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, ექიმის რჩევები
ცერცვაძე: საქართველოში გრიპის გავრცელება ნორმის ფარგლებშია
18:38 05.02.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) „კრაკენი“, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, დაწერა ექიმმა
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საქართველოში რესპირატორული ინფექციების სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და საშუალო სეზონურ სტატისტიკას შეესაბამება, - დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
„რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად, H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით“, - დაწერა ცერცვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ იმართება ძალიან კარგად, რაზეც ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს.
„საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა, მაშინ როდესაც, მაგალითად, აშშ-ში, CDC-ის მონაცემებით, ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17 ათასი შემთხვევა, მათ შორის 97 – ბავშვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება, თვითდამშვიდებას მივეცეთ“, - დაწერა ცერცვაძემ.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.
რაც შეეხება „კრაკენს“, რომელიც მთელ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ის ყველაზე სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. იანვრის მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ დღე-ღამეში კორონავირუსზე 6-7 ათასი ტესტი კეთდება, აქედან 200-300 დადებითია.