https://sputnik-georgia.com/20230204/saqartvelosi-qartuli-rvinis-saertasoriso-degustacia-imarteba-274563241.html
საქართველოში ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაცია იმართება
საქართველოში ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაცია იმართება
ღონისძიების სტუმრებმა 50 საუკეთესო ქართული ღვინო დააგემოვნეს. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც მცირე მარნები, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები. 04.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-04T13:36+0400
2023-02-04T13:36+0400
2023-02-04T13:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
საქართველოს ეკონომიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586365_0:131:2500:1537_1920x0_80_0_0_777b28a199ada3a2a554dae2f40f7cce.jpg
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველო ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას მასპინძლობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ღონისძიების სტუმრები და მონაწილეები არიან დარგის ექსპერტები, საერთაშორისო გამოცემების და მედიების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, შვედეთიდან, ჩინეთიდან.საქართველოში იმყოფებიან ჟურნალისტები შემდეგი გამოცემებიდან: Douglas Blyde, Georgios Iordanidis, Arif Babayev , Erik Segelbaum, Le Figaro, The drinks Business magazine.ქართული ღვინო საფრანგეთის დაპყრობას შეეცდება >>ღონისძიების სტუმრებმა გუშინ 50 საუკეთესო ქართული ღვინო დააგემოვნეს. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც მცირე მარნები, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.სტუმრები ასევე თბილისის ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს. ისინი გაეცნენ ქართული ღვინის და კულტურის განვითარების ისტორიას და სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს.რამდენს ხარჯავს საქართველო ღვინის პოპულარიზაციაზე >>ზოგიერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა ქვევრის ღვინო პირველად გასინჯა.„ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. აქ ჩვენ გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას... დიდ ბრიტანეთში სიფრთხილით ვეკიდებით და ცოტა რაოდენობით ვაწარმოებთ კარგ ღვინო, მაგრამ ეს უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის“, - განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან დუგლას ბლაიდმა.ჟურნალისტებმა და ღონისძიების სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24558/63/245586365_137:0:2362:1669_1920x0_80_0_0_465f9344ade16c5b4fa860bb7c90414e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის კულტურა და მეღვინეობა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის კულტურა და მეღვინეობა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაცია იმართება
ღონისძიების სტუმრებმა 50 საუკეთესო ქართული ღვინო დააგემოვნეს. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც მცირე მარნები, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველო ქართული ღვინის საერთაშორისო დეგუსტაციას მასპინძლობს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ღონისძიების მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია. ღონისძიების სტუმრები და მონაწილეები არიან დარგის ექსპერტები, საერთაშორისო გამოცემების და მედიების წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, აშშ-დან, შვედეთიდან, ჩინეთიდან.
საქართველოში იმყოფებიან ჟურნალისტები შემდეგი გამოცემებიდან: Douglas Blyde, Georgios Iordanidis, Arif Babayev , Erik Segelbaum, Le Figaro, The drinks Business magazine.
ღონისძიების სტუმრებმა გუშინ 50 საუკეთესო ქართული ღვინო დააგემოვნეს. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც მცირე მარნები, ისე დიდი და საშუალო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
„ვფიქრობ, ეს პლატფორმა ძალიან კარგი შესაძლებლობაა კომპანიებისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოჩენის მიმართულებით, ასევე კიდევ ერთი შესაძლებლობაა ღვინის მწარმოებლებისთვის, პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ ღვინოს საერთაშორისო ასპარეზზე, მსოფლიოს წამყვან გამოცემებში“, - განაცხადა ღვინის კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ.
სტუმრები ასევე თბილისის ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს. ისინი გაეცნენ ქართული ღვინის და კულტურის განვითარების ისტორიას და სამუზეუმო ექსპონატები დაათვალიერეს.
ზოგიერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა ქვევრის ღვინო პირველად გასინჯა.
„ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს პოტენციალი. აქ ჩვენ გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას... დიდ ბრიტანეთში სიფრთხილით ვეკიდებით და ცოტა რაოდენობით ვაწარმოებთ კარგ ღვინო, მაგრამ ეს უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის“, - განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან დუგლას ბლაიდმა.
ჟურნალისტებმა და ღონისძიების სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი, კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას.