რაზე იგება საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა – ფინანსთა მინისტრის განმარტება

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
გამოწერა
საქართველოს გამოცხადებული მიზანი აქვს – საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაზე იგება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „ეკონომიკურ ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოში გაიმართა მესამე დისკუსია „საქართველოს ბანკისა“ და ანალიტიკური ცენტრი Geocase–ს ერთობლივი პროექტის – ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო „საინვესტიციო პოლიტიკა.
თავის გამოსვლაში მინისტრმა Fitch–ის ახალ რეიტინგზე ისაუბრა საქართველოს შესახებ.
არეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“, ხოლო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა და სხვა BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.

„დღეისთვის ჩვენი საკრედიტო რეიტინგი BB დონეზეა შეფასებული. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, რომ მივაღწიოთ „საინვესტიციო რეიტინგს “, რა მიზანსაც Fitch-ის ბოლო ცვლილებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა“, – განაცხადა მინისტრმა.

ხუციშვილის თქმით, სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და სტაბილური შეფასებაა. ეს არ გახლავთ ისეთი მაჩვენებელი, სადაც რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია დიდი პროგრესის მიღწევა.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთი საფეხურის ცვლილებასაც კი მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება და დროის ეს შუალედი, ბუნებრივია, დამოკიდებულია ამ პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას ერთდროულად მრავალი მიმართულებით წინსვლა სჭირდება.
ეს მიმართულებებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ფისკალური დისციპლინა, რაც ბოლო წლებია ჩვენი ძლიერი მხარეებია.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება - ვიცე-პრემიერის პროგნოზი>>
ასევე ქვეყნის მმართველობის ხარისხი, რითიც აგრეთვე ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, საგარეო მოწყვლადობები, სადაც ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ქვეყანამ შემცირების მიმართულებით, გეოპოლიტიკური რისკები და ქვეყნის შემოსავლების დონე, რაც არის გრძელვადიანი გამოწვევა და სადაც ინვესტიციებს აქვს ძალიან დიდი როლი.
ხუციშვილის განცხადებით, ერთი მხრივ, შემოსავლების ზრდისთვის, ანუ ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საინვესტიციო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა, მმართველობის მაღალი ხარისხი, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო რისკებისადმი მოწყვლადობის შემცირება ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.
სტატისკის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი შეფასებით, 101,7%–ით გაიზარდა 2021 წლის იანვარ–სექტემბერთან შედარებით და დაახლოებით 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0