4 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© courtesy of Faig Huseynovრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2023
გამოწერა
გაეცანით 4 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 თებერვალი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.
1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.
4 თებერვალს დაბადებულები
4 თებერვალს დაბადებულები მტკიცე, აქტიური, ჯიუტი და პატივმოყვარე ადამიანები არიან. ბუნებისგან ბოძებული მოხერხებულობა საშუალებას აძლევს, სწრაფი რეაგირება მოახდინონ ცვლილებებზე და მალე შეეგუონ მას. ადვილად იპოვებენ ადამიანების ნდობას, აქვთ შესანიშნავი მანერები, ნებისმიერ კოლექტივში ისე არიან, როგორც „თევზი წყალში" და ყოველთვის შეუძლიათ, თავი საუკეთესო მხრიდან წარმოადგინონ. არიან შემოქმედებითი ადამიანები, ამიტომ სრულებით ლოგიკურია მათი წარმატებები თეატრალურ საქმიანობასა თუ ლიტერატურაში.
ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>
მოუსვენარი ბუნების ადამიანები არიან, ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა არ უყვართ, ღლით ერთფეროვნება, მათი სტიქიაა მოგზაურობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა სისხლი სიცოცხლით ტკბობასა და შეუჩერებლად მოძრაობისკენ უბიძგებს. ასაკთან ერთად მოდის სიმშვიდეც, ცხოვრების მოწესრიგება. ისინი ეფექტურად მუშაობენ, ისახავენ მიზნებს და აღწევენ მას, იმზადებენ საიმედო ნიადაგს კომფორტული და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
4 თებერვალს დაბადებულებისთვის ტრადიციები ბევრს არ ნიშნავს და ამიტომ იშვიათად იცავენ მას. მათი არასტანდარტული აზროვნება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ყველაფრის მიმართ თავქარიანი დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა, უბრალოდ, მათ სამუშაოს მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გააჩნიათ.
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2019
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება
როდესაც სამყაროს განსაკუთრებულად აღქმის თვისებას გააცნობიერებენ, ამ დღეს დაბადებულები ამაზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ. ზოგიერთი საკუთარი თავის ეტალონის სახით წარმოჩენასაც ცდილობს, თუმცა ამ როლს ცოტა თუ მოირგებს. წარმატებულები ადამიანებს თავიანთი გულგახსნილობით იზიდავენ და ყურადღება მათ სულს ბალზამივით ეფინება. მათი ინდივიდუალობა სხვადასხვაგვარია - თავშესაქცევიცა და საგანგაშოც.
ხანდახან, მარტივი ამოცანების გადასაჭრელად, რთულ გზას მიუყვებიან. ამიტომ მათ არაპრაქტიკული შეიძლება ვუწოდოთ, თუმცა, ერთი რამ უდავოა: ეს მეთოდები მათ ხელს აძლევს. მაგალითად, მოლაპარაკებებზე ამჟღავნებენ ემოციურობას რეპლიკებისა და კომენტარების სახით, ამით წარმოაჩენენ საკითხის ცოდნას და გარშემომყოფნი რთულ ვითარებაში შეჰყავთ, მაგრამ, ასევე, გაჩენილ უფსკრულს სათანადო სიტყვებით ავსებენ და რჩება შთაბეჭდილება, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა აჩვენონ, წარმოადგინონ თავი.
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
ამ დღეს დაბადებულთაგან ბევრს აქვს მიდრეკილება სინესთეზიისადმი (ერთდროული შეგრძნება, ერთობლივი გრძნობა, თანაშეგრძნება), მაგალითად, ფერს აღიქვამენ, როგორც ბგერას (ფერადი სმენა, სინოპსია), ან აქვთ ფერადი ყნოსვა, ხოლო ციფრები მკაფიო ასოციაციებს უკავშირდება და ა. შ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს დაბადებულები ყოველთვის ვერ ახერხებენ თავიანთი მისწრაფებებისა და ნევროზულობის კონტროლს, მათთან ურთიერთობები სასიამოვნოა. სამუშაოს მხრივ, როცა ისინი ადამიანების ჯგუფს ხელმძღვანელობენ, უფრო გახსნილი არიან და საკუთარი მიზნების მიღწევა უფრო სრულყოფილად შეუძლიათ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2019
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული
4 თებერვალს დაბადებულები გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით, გულწრფელობით, კეთილმოსურნეობითა და ადამიანურობით. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერის თვისებები არ ახასიათებთ, მაინც უყვართ ბობოქარი ცხოვრების შიგნით ყოფნა. ყოველდღიურობა და ყოფა, ერთფეროვნება სწრაფად ბეზრდებათ და მარტოობაში იძირებიან, ერთფეროვნებას ჰობით ან რაიმე საქმიანობით ებრძვიან.
პირად ცხოვრებაში ხან ერთ ნაპირს აწყდებიან, ხან მეორეს, ხშირად იცვლიან მიმართულებას და ყველაფერს თავიდან იწყებენ. მათი ენერგია სხვადასხვა მხარესაა მიმართული, ყველაფერს მოიცავს; თუმცა ხანდახან ამ ენერგიას ფუჭად კარგავენ. ამ დღეს დაბადებულებს ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება სჩვევიათ.
როდესაც იფიტებიან და უამრავი დასამთავრებელი საქმე რჩებათ, უკმაყოფილო რჩებიან. ამ დღეს დაბადებულებიდან ის, ვინც გააცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაწყებული პროექტების დასრულება, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო სრულად და გონივრულად გახსნის.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა
4 თებერვალს დაბადებულები იპოქონდრიკები არიან, სულ უფრო და უფრო ეძებენ ახალ-ახალ ავადმყოფობენ, წუწუნებენ, ეს ხშირად აკვიატებულ იდეად ექცევათ ხოლმე. მიმართავენ არატრადიციულ მედიცინასაც. ზოგიერთი წარმომადგენელი პედანტურად სწავლობს ახალ მიმართულებებს მედიცინაში.
ახლის შეცნობის წყურვილი მხოლოდ მედიცინას არ ეხება - უყვართ სამზარეულოში ექსპერიმენტები. სერიოზულად უნდა იფიქრონ ფიზიკურ სავარჯიშოებზე, რომლებიც მათ განწყობას აუმაღლებს. საუკეთესო ვარიანტებია ცეკვა, აერობიკა, შეიპინგი, სეირნობა.
რჩევა:
ინტუიცია სწორ გზაზე დაგაყენებთ - ყური უგდეთ მას. დაიცავით საკუთარი ინტერესები სამუშაო პროცესებში. ახალი პროექტისთვის ბრძოლისას ყველაფერი დეტალებში გათვალეთ, გააანალიზეთ. ბავშვური სიცელქე და უჩვეულო საქციელი ძალზე მომხიბლავია, თუმცა ამან ცოტა გაღიზიანება და მიუღებლობა შეიძლება გამოიწვიოს. გაიცინეთ საკუთარ თავზე - ეს სასარგებლოა.
ყველა ახალი ამბავი
0