https://sputnik-georgia.com/20230203/tavdasxma-ria-novostis-jurnalistta-saxlze-274524011.html
თავდასხმა რუსი ჟურნალისტების სახლზე ბერლინში: ცნობილი გახდა ახალი დეტალები
თავდასხმა რუსი ჟურნალისტების სახლზე ბერლინში: ცნობილი გახდა ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბერლინში მდებარე სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სადაც „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტები ცხოვრობენ, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T12:28+0400
2023-02-03T12:28+0400
2023-07-20T15:49+0400
რუსეთი
გერმანია
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274498470_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_96c640b45775d60af3e38a80a596f2e5.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბერლინში მდებარე სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სადაც „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტები ცხოვრობენ, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს შენობასთან, განაცხადა გერმანიაში მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ფეოკტისტოვმა.შენობას, სადაც „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტები და მათი ოჯახები ცხოვრობენ, გასული წლის მაისში დაესხნენ თავს. ჩამტვრეული იყო ერთ-ერთი ფანჯარა, ხოლო ტერიტორიის დათვალიერებისას სავენტილაციო ნიშაში მავთულებშემოხვეული ავზი აღმოაჩინეს. პოლიციამ შენობიდან მცხოვრებლები გაიყვანა, მენაღმეებმა კი მოწყობილობა გაანეიტრალეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომელშიც ბერლინის პროკურატურა და სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტიც ჩაერთნენ.მისი თქმით, მაშინ თავდამსხმელი საკუთარ მანქანაში იჯდა ჟურნალისტების სახლთან და სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელს უხამსი ჟესტიც უჩვენა.მანამდე კი, 3 მარტს მან სოციალურ ქსელებში ჩვენი მისამართი გამოაქვეყნა და „ჩეჩენ მეგობრებს“ მოუწოდა, კარგად დაემახსოვრებინათ „რუსული პროპაგანდის ბუნაგი“. ჩვენ პოლიციაში განვაცხადეთ, მაგრამ საქმის აღძვრაზე უარი გვითხრეს, ვინაიდან, მათი თქმით, ძალადობისკენ პირდაპირ მოწოდებებს ადგილი არ ჰქონდა“, — განარტა ფეოკტისტოვმა.ამასთან მედიაჯგუფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ გამოძიების მიმდინარეობით ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ დაინტერესდა, თუმცა სამართალდამცველებმა დეტალები არ გააცნეს. როგორც მათ განუმარტეს ფეოკტისტოვს, გამოძიების მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ, მათ შორის არც იმათთან, ვინც მსხვერპლად განიხილება.რაც შეეხება ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას, პოლიცია ჯერჯერობით არც მედიაჯგუფს დაკავშირებია და არც გერმანიაში რუსეთის საელჩოს.ოთხშაბათ საღამოს გაზეთმა „დოიჩე ველემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში რუსი აქტივისტი დააკავეს, რომელიც „რია ნოვოსტის“ ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. წყაროს თქმით, დაკავებული ერთ-ერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/02/274498470_17:0:2748:2048_1920x0_80_0_0_6a49359681158493e1950b34871f6a1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გერმანია , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გერმანია , ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბერლინში მდებარე სახლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სადაც „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტები ცხოვრობენ, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს შენობასთან, განაცხადა გერმანიაში მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ ხელმძღვანელმა სერგეი ფეოკტისტოვმა.
შენობას, სადაც „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტები და მათი ოჯახები ცხოვრობენ, გასული წლის მაისში დაესხნენ თავს. ჩამტვრეული იყო ერთ-ერთი ფანჯარა, ხოლო ტერიტორიის დათვალიერებისას სავენტილაციო ნიშაში მავთულებშემოხვეული ავზი აღმოაჩინეს. პოლიციამ შენობიდან მცხოვრებლები გაიყვანა, მენაღმეებმა კი მოწყობილობა გაანეიტრალეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, რომელშიც ბერლინის პროკურატურა და სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტიც ჩაერთნენ.
„ეს ამხანაგი ჩვენს სახლთან ამ მოვლენამდე რამდენიმე დღით, დაახლოებით ერთი კვირით ადრე ნახეს. ეს, სავარაუდოდ, დიმიტრი ბაგრაშია, რომელმაც სამ ხეიბართან ერთად კარვების ქალაქები მოაწყო ლგბტ-თემის წარმომადგენელთა დასაცავად პუტინის წინააღმდეგ“, — განაცხადა ფეოკტისტოვმა.
მისი თქმით, მაშინ თავდამსხმელი საკუთარ მანქანაში იჯდა ჟურნალისტების სახლთან და სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელს უხამსი ჟესტიც უჩვენა.
მანამდე კი, 3 მარტს მან სოციალურ ქსელებში ჩვენი მისამართი გამოაქვეყნა და „ჩეჩენ მეგობრებს“ მოუწოდა, კარგად დაემახსოვრებინათ „რუსული პროპაგანდის ბუნაგი“. ჩვენ პოლიციაში განვაცხადეთ, მაგრამ საქმის აღძვრაზე უარი გვითხრეს, ვინაიდან, მათი თქმით, ძალადობისკენ პირდაპირ მოწოდებებს ადგილი არ ჰქონდა“, — განარტა ფეოკტისტოვმა.
ამასთან მედიაჯგუფის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ გამოძიების მიმდინარეობით ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ დაინტერესდა, თუმცა სამართალდამცველებმა დეტალები არ გააცნეს. როგორც მათ განუმარტეს ფეოკტისტოვს, გამოძიების მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ, მათ შორის არც იმათთან, ვინც მსხვერპლად განიხილება.
რაც შეეხება ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაციას, პოლიცია ჯერჯერობით არც მედიაჯგუფს დაკავშირებია და არც გერმანიაში რუსეთის საელჩოს.
ოთხშაბათ საღამოს გაზეთმა „დოიჩე ველემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში რუსი აქტივისტი დააკავეს, რომელიც „რია ნოვოსტის“ ოფისისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. წყაროს თქმით, დაკავებული ერთ-ერთ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.