საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3,6 მლრდ ლარი დაიხარჯება

© Government of Georgiaსამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში
სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
ცალკე ავტომაგისტრალების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება 6,5 მლრდ ლარია.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოში რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 5,6 ათასი პროგრამისა და პროექტის რეალიზაციისთვის 2023 წელს 3,6 მლრდ ლარია გათვალისწინებული, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან უწყების გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილა. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის რეალიზაციის დინამიკას.
ქარსელაძემ და მისმა მოადგილეებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა ძირითადი პროექტის შესახებ, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება.
რა ეტაპზეა საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა>>
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება.
2023 წელს გაგრძელდება 207 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა. სულ 2023 წელს მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარე პროექტების ღირებულება შეადგენს 6,5 მილიარდ ლარს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0