მარატ კასემს ლატვიის ციხეში აწამებენ - ადვოკატი

© photo: Sputnik / Stringerმარატ კასემი
მარატ კასემი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2023
გამოწერა
რიგის ციხეში კასემის პატიმრობის პირობები წამების პრევენციის კონვენციის მოქმედების ქვეშ ხვდება, განაცხადა ადვოკატმა.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ლატვიაში დაპატიმრებული „Sputnik–ლიეტუვის“ შეფ-რედაქტორის მარატ კასემის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, განაცხადა მისმა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასწრაფოდ ესაჭიროება სამედიცინო დახმარება.

„როგორც ადვოკატი აცხადებს, ციხეში მარატ კასემის ყოფნის პირობები წამების პრევენციის კონვენციის მოქმედების ქვეშ ხვდება. კასემი 30 იანვარს უსაფუძვლოდ გადაიყვანეს მსჯავრდებული პატიმრების კორპუსში და ერთადგილიან საკანში მოათავსეს. ანტისანიტარიისა და მწერების პირობებში კასემს ალერგია განუვითარდა“, – ნათქვამია „Sputnik–ახლო აღმოსავლეთის" განცხადებაში Telegram-არხზე.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ მარატ კასემს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც იძულებული იყო საკანში ფანჯარა გაეღო, ამიტომ ძილი მას ქუდსა და ზედა სამოსში უწევს. გარდა ამისა, კასემს გაუმწვავდა პოდაგრა – ფეხის თითები აღარ უმოძრავებს, დასძინა უფლებადამცველმა.
მისი თქმით, მარატ კასემის ჩივილზე, მათ შორის, კარზე კაკუნზე, ლატვიის ციხეში არავინ რეაგირებს. მას უზღუდავენ ადვოკატთან დარეკვას – დარეკვის უფლება დაკავებიდან მხოლოდ მესამე დღეს მისცეს, თუმცა კანონით მას უფლება აქვს, ადვოკატს ნებისმიერ დროს დაურეკოს.
ადვოკატის თქმით, ციხის ექიმი გულცივად შეხვდა კასემის ჩივილსა და დიაგნოზს და მას ალერგიის უბრალო აბები მისცა.

„მარატის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამჟამად ადვოკატი საჩივარს ამზადებს და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სამედიცინო შემოწმებას მოითხოვს“, – დასძენს „Sputnik–ახლო აღმოსავლეთი".

ლატვიის სპეცსამსახურების მიერ კასემის დაკავების შესახებ ცნობილი 5 იანვარს გახდა. ამავე დღეს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზეც მისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე იმსჯელეს.
ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, რომ ის გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტი იმავე დღეს რიგის ცენტრალურ ციხეში გადაიყვანეს.
მარატ კასემი: მთელი ჩემი ცხოვრება შემთხვევათა რიგია>>
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა, მაგრამ რიგის სასამართლომ 18 იანვარს კასემი პატიმრობაში დატოვა.
მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა. ის რამდენიმე წელია ცხოვრობს და მუშაობს მოსკოვში, მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიაში", სადაც შედის „Sputnik–ლიეტუვაც". ჟურნალისტი ლატვიაში ოჯახური გარემოებების გამო 30 დეკემბერს ჩავიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0