https://sputnik-georgia.com/20230203/deputati-rusettan-aviamimosvlis-agdgena-sanqciebis-dargvevis-gareshe-saechvoa-274543078.html
დეპუტატი: რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების დარღვევის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა
დეპუტატი: რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების დარღვევის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა
Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში აკრძალა. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T19:00+0400
2023-02-03T19:00+0400
2023-02-03T22:36+0400
საქართველო
რუსეთი
საქართველოს პარლამენტი
ავიამიმოსვლა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/83/233868388_0:46:2638:1530_1920x0_80_0_0_7a4e4f38ab4cf18121d2b7271a4b4176.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი საერთაშორისო სანქციების გამო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის გამო. დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კომპანიები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან, შესაძლოა სანქციებს დაექვემდებარონ. ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ „ახლა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არის“.მისი თქმით, ფრენების აკრძალვა იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სანქცია და თუ ის მოიხსნება, ამაში ცუდი არაფერი იქნება.„ჩვენი პოზიციაა: თუ რუსეთი შეძლებს ამ სანქციის მოხსნას, ჩვენ ამაში ვერაფერს ვხედავთ ცუდს, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ მოხდეს ამ ფრენების აღდგენა სანქციების დაურღვევლად“, – განაცხადა ხელაშვილმა.მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო სანქციების დარღვევას არ აპირებს.„ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, თუმცა არავინ აპირებს სანქციების რეჟიმის დარღვევას“, – განაცხადა ხელაშვილმა.საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.ჩვენზე არ არის დამოკიდებული - კობახიძე რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე>>>ოთხშაბათს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.8 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება.რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა.რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23386/83/233868388_269:0:2370:1576_1920x0_80_0_0_c65cb5fe8e92bc03eb37782bada5bfc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, საქართველოს პარლამენტი, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, საქართველოს პარლამენტი, ავიამიმოსვლა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
დეპუტატი: რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების დარღვევის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა
19:00 03.02.2023 (განახლებულია: 22:36 03.02.2023) რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის ივლისში აკრძალა.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილი საერთაშორისო სანქციების გამო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენის გამო. დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროსთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნულია, რომ კომპანიები, რომლებიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს აეროპორტებში მოემსახურებიან, შესაძლოა სანქციებს დაექვემდებარონ. ამასთან, უწყებამ განაცხადა, რომ „ახლა რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების დრო არ არის“.
„თუ რუსეთი როგორღაც მოახერხებს, რომ ფრენები საქართველოში სანქციების დარღვევის გარეშე განახორციელოს, ამას დავინახავთ, მაგრამ მე ამაში ძალიან მეპარება ეჭვი“, – განაცხადა ხელაშვილმა.
მისი თქმით, ფრენების აკრძალვა იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ სანქცია და თუ ის მოიხსნება, ამაში ცუდი არაფერი იქნება.
„ჩვენი პოზიციაა: თუ რუსეთი შეძლებს ამ სანქციის მოხსნას, ჩვენ ამაში ვერაფერს ვხედავთ ცუდს, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ მოხდეს ამ ფრენების აღდგენა სანქციების დაურღვევლად“, – განაცხადა ხელაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო სანქციების დარღვევას არ აპირებს.
„ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, თუმცა არავინ აპირებს სანქციების რეჟიმის დარღვევას“, – განაცხადა ხელაშვილმა.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
ოთხშაბათს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება მხოლოდ მოსკოვზე არ არის დამოკიდებული და აღნიშნა, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.
8 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. მმართველი პარტიის ლიდერები აღნიშნულს მიესალმებიან, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.