https://sputnik-georgia.com/20230203/cinuri-aerostati-ass-is-sivrcesi-274580679.html
მოსაზრება: რით ემუქრება „დამოკლეს ბურთი“ ამერიკასა და ნატოს
მოსაზრება: რით ემუქრება „დამოკლეს ბურთი“ ამერიკასა და ნატოს
Sputnik საქართველო
ამერიკა, რომელიც „ჰეგემონის“ სახით მთელი მსოფლიოს გაკონტროლებას ცდილობს, რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდება უცხო სადაზვერვო აეროსტატს მის ტერიტორიაზე და არ... 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T16:12+0400
2023-02-03T16:12+0400
2023-02-05T16:12+0400
ანალიტიკა
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259891989_544:133:3137:1592_1920x0_80_0_0_0c236a6874d63292462cb0533b2a82ec.jpg
ამერიკა, რომელიც „ჰეგემონის“ სახით მთელი მსოფლიოს გაკონტროლებას ცდილობს, რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდება უცხო სადაზვერვო აეროსტატს მის ტერიტორიაზე და არ აგდებს ამ „დამოკლეს ბურთს“. ეროვნული უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხე და პენტაგონის გაშეშება შეერთებული შტატების, მთლიანად კოლექტიური დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური დამცირებისა და ტექნოლოგიური ჩამორჩენის ხარისხს ასახავს. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, თუ ვაშინგტონი ესკალაციის არააშკარა მიზნებს მიჰყვება.პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთის ჯაშუშური აეროსტატი „პირდაპირ ახლა“დაფრინავსაშშ-ს თავზე და უკვე რამდენიმე დღეა, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD) აეროსტატის კურსს აკვირდება.უცხოური სადაზვერვო აპარატი თითქოს „არანაირ სამხედრო ან ფიზიკურ საფრთხეს არ უქმნის დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს“. და მაინც, 50 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე, აეროსტატის კამერებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასობით კვადრატული კილომეტრის მონიტორინგი შეუძლია — იმაზე მაღალი ფოტო-ვიდეო რეზოლუციით, ვიდრე ეს სატელიტური მონიტორინგითაა შესაძლებელი.დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კმ-ზე კოსმოსური სივრცე იწყება, სადაც აპარატებს უფლება აქვთ, იფრინონ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აეროსტატის სიმაღლის რეკორდი 53 კმ-ია. თუ მოწყობილობა უფრო დაბლაა, არაფერი უშლის ხელს საკმარისად დიდი ობიექტის ჩამოგდებას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაადგილებისას, შემდეგ ფრაგმენტების წარმოშობის დადგენასა და კონფლიქტის დიპლომატიური არხებით „გადაჭრას“.ისტორია კიდევ უფრო უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთმა ორი წლის წინ განათავსა აეროსტატული სისტემები აშშ-ის სარაკეტო გაშვებების აღმოსაჩენად — ანუ, ამაში ახალი არაფერია. პენტაგონმა წარსულში არაერთხელ დააფიქსირა მსგავსი „საჰაერო თავდასხმები“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონმა მოსახერხებელი საბაბი იპოვა პოლიტიკური სპეკულაციისა და ესკალაციისთვის, რათა უკრაინული ოპერაციების თეატრიდან ჩინეთთან კონფლიქტზე "გადასულიყო".2 თებერვალს აშშ-ის საჰაერო სივრცეში ქარის ნებით შეტანილმა უცხოურმა აეროსტატმა ამერიკელი კონგრესმენების გააფთრებული რეაქცია გამოიწვია — ჩინეთი აშშ-ის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. „დამოკლეს ბურთმა“ შესაძლოა პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტის გაუქმება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.სენსაციის დევნამზვერავი აეროსტატის განადგურება დედამიწიდან დაახლოებით 50 კმ სიმაღლეზე ტექნოლოგიურად რთულია. თუმცა 1 თებერვალს მეხუთე თაობის F-22 Raptor-ის ორი გამანადგურებელი მაინც აფრინდა ავიაბაზა ნელისიდან (ნევადა), ვიზუალურად დააკვირდნენ ობიექტს და მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ შეეძლოთ ჩამოეგდოთ იგი მონტანას თავზე.მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ შტატში 1 კვ.კმ-ზე 3 ადამიანზე ნაკლებია. სამაგიეროდ იქ ბევრი სარაკეტო შახტაა. პენტაგონის მიერ აშშ-ს ტერიტორიაზე აეროსტატის დევნა არადამაჯერებლად გამოიყურება, თანაც თვითონ ფორმულირება „დიდი ალბათობით ჩინეთის მიერ გაშვებული“ უცნაურად გამოიყურება. ადგილი აქვს „ჰეგემონის“ სამხედრო-ტექნოლოგიურ დამცირებას დაუდგენელი სახელმწიფოს თვითმფრინავით.ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აეროსტატმა ჯერ ალეუტის კუნძულებსა და ალასკას გადაუფრინა, შემდეგ კანადას, მიაღწია მატერიკულ აშშ-ს, მაგრამ მისი სტარტის ადგილი უცნობია. მანამდე მსგავსი სადაზვერვო აეროსტატები აღმოაჩინეს ჰავაისა და გუამზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.პენტაგონმა აღნიშნა, რომ ამჯერად აეროსტატი უცნაურად იქცევა - „ის დიდი ხნის განმავლობაში ჩერდება ჰაერში და უფრო შეუპოვარია, ვიდრე წინა შემთხვევებში".როგორც ამერიკული მხარე აღნიშნავს, ჩინეთის მცდელობები, იყიდოს მიწის ნაკვეთი ჩრდილოეთ დაკოტაში — სამხედრო ობიექტიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში, სადაც დრონების სატესტო ფრენები ტარდება, საეჭვოდ დაემთხვა სტრატოსფეროში „თავხედურ ძალისხმევებს“.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ მთავრობა „სწავლობს სიტუაციას", მაგრამ ჩინეთი „არ აპირებს შეჭრას რომელიმე ქვეყნის ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეში".ამერიკელების შფოთვები გასაგებია, ჩინეთი ბევრად უსწრებს შეერთებულ შტატებს მაღალტექნოლოგიური იარაღის შემუშავებასა და წარმოებაში, რომელმაც სულ ახლახან წარმოადგინა მე-6 თაობის გამანადგურებლის კონცეპტო. პეკინს სრულიად ანტიამერიკული პოზიცია აქვს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვაშინგტონი აქტიურად ეძებს სამხედრო მოკავშირეებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის წინააღმდეგ მეგობრობისთვის.ცხადია, ძლიერ ჩინეთთან საბრძოლველად ამერიკელებს და მათ სატელიტებს მთელი თავისი ეკონომიკური და სამხედრო რესურსების გამოყენება დასჭირდებათ, ხოლო უკრაინული ოპერაციების თეატრი მალე მსოფლიო მოვლენების მიღმა აღმოჩნდება.ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები უკრაინისადმი „მხარდაჭერის გაღრმავების შესახებ“, არ ემთხვევა ევროკავშირისა და ნატოს რეალურ შესაძლებლობებს. შეერთებული შტატების თავზე უცხოური აეროსტატის ფრენის ფონზე, დროა, მარიონეტული კიევის რეჟიმის წარმომადგენლები სასოწარკვეთილებას მიეცნენ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259891989_765:555:2755:2048_1920x0_80_0_0_a97a212367225ddac2872e79f5b269a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ჩინეთი
ანალიტიკა, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ჩინეთი
ამერიკა, რომელიც „ჰეგემონის“ სახით მთელი მსოფლიოს გაკონტროლებას ცდილობს, რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდება უცხო სადაზვერვო აეროსტატს მის ტერიტორიაზე და არ აგდებს ამ „დამოკლეს ბურთს“. ეროვნული უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხე და პენტაგონის გაშეშება შეერთებული შტატების, მთლიანად კოლექტიური დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური დამცირებისა და ტექნოლოგიური ჩამორჩენის ხარისხს ასახავს. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის, თუ ვაშინგტონი ესკალაციის არააშკარა მიზნებს მიჰყვება.
პენტაგონის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთის ჯაშუშური აეროსტატი „პირდაპირ ახლა“დაფრინავსაშშ-ს თავზე და უკვე რამდენიმე დღეა, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა (NORAD) აეროსტატის კურსს აკვირდება.
უცხოური სადაზვერვო აპარატი თითქოს „არანაირ სამხედრო ან ფიზიკურ საფრთხეს არ უქმნის დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს“. და მაინც, 50 კმ-ზე მეტ სიმაღლეზე, აეროსტატის კამერებს ამერიკის შეერთებული შტატების ათასობით კვადრატული კილომეტრის მონიტორინგი შეუძლია — იმაზე მაღალი ფოტო-ვიდეო რეზოლუციით, ვიდრე ეს სატელიტური მონიტორინგითაა შესაძლებელი.
დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 100 კმ-ზე კოსმოსური სივრცე იწყება, სადაც აპარატებს უფლება აქვთ, იფრინონ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. აეროსტატის სიმაღლის რეკორდი 53 კმ-ია. თუ მოწყობილობა უფრო დაბლაა, არაფერი უშლის ხელს საკმარისად დიდი ობიექტის ჩამოგდებას შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გადაადგილებისას, შემდეგ ფრაგმენტების წარმოშობის დადგენასა და კონფლიქტის დიპლომატიური არხებით „გადაჭრას“.
ისტორია კიდევ უფრო უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩინეთმა ორი წლის წინ განათავსა აეროსტატული სისტემები აშშ-ის სარაკეტო გაშვებების აღმოსაჩენად — ანუ, ამაში ახალი არაფერია. პენტაგონმა წარსულში არაერთხელ დააფიქსირა მსგავსი „საჰაერო თავდასხმები“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონმა მოსახერხებელი საბაბი იპოვა პოლიტიკური სპეკულაციისა და ესკალაციისთვის, რათა უკრაინული ოპერაციების თეატრიდან ჩინეთთან კონფლიქტზე "გადასულიყო".
2 თებერვალს აშშ-ის საჰაერო სივრცეში ქარის ნებით შეტანილმა უცხოურმა აეროსტატმა ამერიკელი კონგრესმენების გააფთრებული რეაქცია გამოიწვია — ჩინეთი აშშ-ის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულეს. „დამოკლეს ბურთმა“ შესაძლოა პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტის გაუქმება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
მზვერავი აეროსტატის განადგურება დედამიწიდან დაახლოებით 50 კმ სიმაღლეზე ტექნოლოგიურად რთულია. თუმცა 1 თებერვალს მეხუთე თაობის F-22 Raptor-ის ორი გამანადგურებელი მაინც აფრინდა ავიაბაზა ნელისიდან (ნევადა), ვიზუალურად დააკვირდნენ ობიექტს და მოსახლეობისთვის უსაფრთხოდ შეეძლოთ ჩამოეგდოთ იგი მონტანას თავზე.
მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ შტატში 1 კვ.კმ-ზე 3 ადამიანზე ნაკლებია. სამაგიეროდ იქ ბევრი სარაკეტო შახტაა. პენტაგონის მიერ აშშ-ს ტერიტორიაზე აეროსტატის დევნა არადამაჯერებლად გამოიყურება, თანაც თვითონ ფორმულირება „დიდი ალბათობით ჩინეთის მიერ გაშვებული“ უცნაურად გამოიყურება. ადგილი აქვს „ჰეგემონის“ სამხედრო-ტექნოლოგიურ დამცირებას დაუდგენელი სახელმწიფოს თვითმფრინავით.
ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აეროსტატმა ჯერ ალეუტის კუნძულებსა და ალასკას გადაუფრინა, შემდეგ კანადას, მიაღწია მატერიკულ აშშ-ს, მაგრამ მისი სტარტის ადგილი უცნობია. მანამდე მსგავსი სადაზვერვო აეროსტატები აღმოაჩინეს ჰავაისა და გუამზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული.
პენტაგონმა აღნიშნა, რომ ამჯერად აეროსტატი უცნაურად იქცევა - „ის დიდი ხნის განმავლობაში ჩერდება ჰაერში და უფრო შეუპოვარია, ვიდრე წინა შემთხვევებში".
როგორც ამერიკული მხარე აღნიშნავს, ჩინეთის მცდელობები, იყიდოს მიწის ნაკვეთი ჩრდილოეთ დაკოტაში — სამხედრო ობიექტიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში, სადაც დრონების სატესტო ფრენები ტარდება, საეჭვოდ დაემთხვა სტრატოსფეროში „თავხედურ ძალისხმევებს“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ მთავრობა „სწავლობს სიტუაციას", მაგრამ ჩინეთი „არ აპირებს შეჭრას რომელიმე ქვეყნის ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეში".
ამერიკელების შფოთვები გასაგებია, ჩინეთი ბევრად უსწრებს შეერთებულ შტატებს მაღალტექნოლოგიური იარაღის შემუშავებასა და წარმოებაში, რომელმაც სულ ახლახან წარმოადგინა მე-6 თაობის გამანადგურებლის კონცეპტო. პეკინს სრულიად ანტიამერიკული პოზიცია აქვს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვაშინგტონი აქტიურად ეძებს სამხედრო მოკავშირეებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთის წინააღმდეგ მეგობრობისთვის.
ცხადია, ძლიერ ჩინეთთან საბრძოლველად ამერიკელებს და მათ სატელიტებს მთელი თავისი ეკონომიკური და სამხედრო რესურსების გამოყენება დასჭირდებათ, ხოლო უკრაინული ოპერაციების თეატრი მალე მსოფლიო მოვლენების მიღმა აღმოჩნდება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები უკრაინისადმი „მხარდაჭერის გაღრმავების შესახებ“, არ ემთხვევა ევროკავშირისა და ნატოს რეალურ შესაძლებლობებს. შეერთებული შტატების თავზე უცხოური აეროსტატის ფრენის ფონზე, დროა, მარიონეტული კიევის რეჟიმის წარმომადგენლები სასოწარკვეთილებას მიეცნენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე