https://sputnik-georgia.com/20230203/-------274540092.html
თბილისის ცენტრში სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
თბილისის ცენტრში სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრლის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T18:21+0400
2023-02-03T18:21+0400
2023-02-03T22:26+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_3:0:1022:573_1920x0_80_0_0_46303d6b96bd59344d1a6ce7e4d8f0e3.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა სამი პირის, მათ შორის პოლიციელის დაჭრისთვის ძებნილი 23 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 8 იანვარს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს, ასევე დაჭრა საპატრულო პოლიციის 38 წლის თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირებდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა.ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ.სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. იგი თბილისში დააკავეს.გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე, 118-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/72/238707281_130:0:894:573_1920x0_80_0_0_1173dda225c86264716e4786f3344bbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის ცენტრში სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს
18:21 03.02.2023 (განახლებულია: 22:26 03.02.2023) ბრლის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა სამი პირის, მათ შორის პოლიციელის დაჭრისთვის ძებნილი 23 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა 2023 წლის 8 იანვარს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს, ასევე დაჭრა საპატრულო პოლიციის 38 წლის თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირებდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა.
ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადამ სამივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. იგი თბილისში დააკავეს.
გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 19-109-ე, 118-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.