https://sputnik-georgia.com/20230202/samomxmareblo-sesxebis-vada-seizleba-ar-seicvalos-274480868.html
სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის ხანგრძლივობა შეიძლება არ შეიცვალოს
სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის ხანგრძლივობა შეიძლება არ შეიცვალოს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით რიგი ზომები მიიღო. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T10:53+0400
2023-02-02T10:53+0400
2023-02-02T15:43+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270668011_0:31:600:369_1920x0_80_0_0_9623dc16735e325d421196bc0ae5b941.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სამომხმარებლო სესხის დაკრედიტების მაქსიმალური ვადის გაზრდას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის აგვისტოში უნდა გადახედოს 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას სამომხმარებლო კრედიტების ვადის ოთხიდან სამ წლამდე შემცირების შესახებ.ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის გამო.2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეამცირა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით.სამომხმარებლო კრედიტების ვადა შეიძლება გაიზარდოს>>გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/16/270668011_34:0:567:400_1920x0_80_0_0_69521bd52f916b2c54f037806fb1adf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის ხანგრძლივობა შეიძლება არ შეიცვალოს
10:53 02.02.2023 (განახლებულია: 15:43 02.02.2023) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით რიგი ზომები მიიღო.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სამომხმარებლო სესხის დაკრედიტების მაქსიმალური ვადის გაზრდას, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის აგვისტოში უნდა გადახედოს 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას სამომხმარებლო კრედიტების ვადის ოთხიდან სამ წლამდე შემცირების შესახებ.
„დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ, ალბათ, ჯობს ეს შეზღუდვა დარჩეს, მაგრამ, ისევ და ისევ, ამის გაანალიზება უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის მიერ ზუსტად მაშინ, როდესაც მოახლოვდება ვადის გასვლის პერიოდი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის გამო.
2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეამცირა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.