https://sputnik-georgia.com/20230125/samomxmareblo-kreditebis-vada-seizleba-gaizardos-274225540.html
სამომხმარებლო კრედიტების ვადა შეიძლება გაიზარდოს
სამომხმარებლო კრედიტების ვადა შეიძლება გაიზარდოს
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება ვადების შემცირების შესახებ მიმართული იყო ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებისკენ. 25.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-25T10:03+0400
2023-01-25T10:03+0400
2023-01-25T15:38+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23943/74/239437467_2:0:2000:1124_1920x0_80_0_0_65faf2cb3af29a9495c3ce65468fd704.jpg
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადების ცვლილება არ გამორიცხა.გასული წლის აგვისტოში სამომხმარებლო კრედიტის მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა.ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის შედეგად.2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით.რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2023-წელს: ეროვნული ბანკის სამი სცენარი>>გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23943/74/239437467_501:0:2000:1124_1920x0_80_0_0_a5e396470ed2fa7987d1d31ce143cadd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
სამომხმარებლო კრედიტების ვადა შეიძლება გაიზარდოს
10:03 25.01.2023 (განახლებულია: 15:38 25.01.2023) გადაწყვეტილება ვადების შემცირების შესახებ მიმართული იყო ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებისკენ.
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადების ცვლილება არ გამორიცხა.
გასული წლის აგვისტოში სამომხმარებლო კრედიტის მაქსიმალური ვადა ოთხიდან სამ წლამდე შემცირდა.
„როდესაც ამოიწურება ის პერიოდი, რომლითაც ჩვენ მივიღეთ (გადაწყვეტილება), უკვე ეროვნული ბანკი განიხილავს ამას და მიიღებს გადაწყვეტილებას – შენარჩუნდება ეს რეჟიმი თუ გაგრძელდება. იცით, რომ ერთი წლით იყო შემცირებული. როდესაც გავა ეს პერიოდი, მოხდება ანალიზი და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განუცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებას სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის შედეგად.
2019 წელს ამოქმედდა ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო პროექტი. ე.წ. პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით.
გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.