მერაბ ნინიძეს „ოსკარზე“ ნომინირებული რეჟისორის ფილმში იღებენ

© courtesy of Merab Ninidzeმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2023
გამოწერა
ნინიძე ფილმში ითამაშებს ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორიც არიან რალფ ფაინსი და იზაბელა როსელინი.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ცნობილ ქართველ მსახიობს მერაბ ნინიძეს იღებენ გერმანელი რეჟისორისა და სცენარისტის ედვარდ ბერგერის ფილმში Conclave („კონკლავი'), იუწყება „პირველი არხი" გამოცემა Variety-ზე დაყრდნობით.
მერაბ ნინიძე თავის კარიერას უცხოეთში განაგრძობს. ამჯერად ქართველი მსახიობი დაამტკიცეს როლზე ბერგერის ფილმში. წელს რეჟისორის ფილმი „დასავლეთის ფრონტზე ცვლილებები არაა“ ოსკარზეა წარდგენილი. ბერგერის ახალ ფილმში ითამაშებენ ვარსკვლავები: რალფ ფაინსი, ჯონ ლიტგოუ, სტენლი ტუჩი და იზაბელა როსელინი.
ფილმის სიუჟეტი ვატიკანში ვითარდება, სადაც პაპის გარდაცვალების შემდეგ ახალი პაპის პოვნას დაავალებენ კარდინალ ლოურენსს, რომლის როლსაც რალფ ფაინსი თამაშობს. ლოურენსი ხდება შეთქმულების მონაწილე, რადგანაც კარდინალები საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ. პოლიტიკური მაქინაციების ფონზე კინოსურათის მთავარი გმირი ხვდება, რომ გარდაცვლილ რომის პაპს ჰქონდა საიდუმლო, რომელიც მან უნდა ამოხსნას, ვიდრე ახალ პაპს აირჩევენ.
დემნა გვასალია და მერაბ ნინიძე პრემია „ნიკას“ ნომინანტები არიან>>
მერაბ ნინიძე ფილმში ერთ-ერთი კარდინალის როლს ასრულებს ვატიკანის იმ კარდინალებიდან, რომლებიც „სიქსტის კაპელაში“ არიან იზოლირებული და ​ახალ პაპს ირჩევენ.
ფილმს საფუძვლად დაედო რობერტ ჰარისის ბესტსელერი, მისი ეკრანიზაციის ავტორი პიტერ სტროგანია.
მერაბ ნინიძის უცხოეთის პერიოდის ფილმოგრაფია ძალზე შთამბეჭდავია. ქართველი მსახიობი 2020 წელს გადაიღეს გერმანულ–ავსტრალიურ დეტექტიურ სერიალში „ფროიდი“ (კინოსტუდია Netflix). 2018 წელს მან რუსი ჯაშუშის როლი ითამაშა ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ (Homeland), 2017 წელს BBC-ს სერიალში „მაკმაფია“ რუსული მაფიის ბოსის როლი შეასრულა.
ნინიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკულ ტელესერიალში „ბერლინის რეზიდენტურა“, ბრიტანელი ტელერეჟისორის დომინიკ კუკის ფილმში „კურიერი“. 2021 წელს გამოვიდა გერმანული სერიალი „ექიმი ბალუზი“ (Doktor Ballouz), სადაც მერაბ ნინიძემ ასევე მთავარი როლი შეასრულა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0