დემნა გვასალია და მერაბ ნინიძე პრემია „ნიკას“ ნომინანტები არიან

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიპრემია „ნიკას“ დაჯილდოების XXXIII ცერემონია
პრემია „ნიკას“ დაჯილდოების XXXIII ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2022
გამოწერა
პრემიამ გამოაქვეყნა 2021 წლის ნომინანტების სია, სადაც არაერთი ქართული გვარი მოხვდა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საყოველთაოდ ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მსახიობები მერაბ ნინიძე და თინა დალაქიშვილი ნომინირებული არიან „ნიკას“ კინოპრემიაზე. ამის შესახებ რუსეთის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული.
ნინიძე წარდგენილია პრემიაზე ალექსეი გერმანი-უმცროსის ფილმში „საქმე“ შესრულებული როლისთვის, დალაქიშვილი კი ალექსანდრ ზელდოვიჩის ფილმში „მედეა“ შესრულებული როლისთვის. ფილმი „მედეა“ „ნიკასთვის“ იბრძოლებს რამდენიმე ნომინაციაში – „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი“ და „საუკეთესო ხმის რეჟისორი“.
დიზაინერი დემნა გვასალია ნომინირებულია „ნიკაზე“ კატეგორიაში „საუკეთესო კოსტიუმების მხატვარი“. გვასალიამ შექმნა კოსტიუმები თავისი მეგობრის, რეჟისორისა და მსახიობის რენატა ლიტვინოვას ფილმისათვის „ჩრდილოეთის ქარი“.
ამ ფილმში თამაშობს ასევე თბილისის გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი მიხეილ გავაშელი. ფილმის მუსიკა ეკუთვნის მომღერალ ზემფირას, რომელიც ასევე „ნიკას“ ნომინანტია ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“.
გარდა ამისა, „ნიკასთვის“ ნომინაციაში „საუკეთესო სცენარი“ იბრძოლებს რეჟისორი და სცენარისტი ალექსანდრე მინდაძე ფილმით „პარკეტი“.
პრემიაზე წარდგენილია ასევე ნიკოლოზ ხომერიკის ფილმი „ზღვა ღელავს ერთხელ“ (Море волнуется раз). ნომინაციაში „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ გამარჯვებისთვის იბრძოლებს მსახიობი ანდრეი სმოლიაკოვი.
კინემატოგრაფიული პრემია „ნიკა“ 1987 წელს სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის სამდივნოს მიერ დაფუძნდა. გამარჯვებულებს კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა აკადემიის წევრები ფარული კენჭისყრით ირჩევენ. ჯილდოს სახით გამარჯვებულებს ძველბერძნული ქალღმერთი ნიკეს ქანდაკება გადაეცემათ.
ყველა ახალი ამბავი
0