https://sputnik-georgia.com/20230201/tbilissa-da-regionebshi-iaragi-amoiges-274456379.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T15:00+0400
2023-02-01T15:00+0400
2023-02-01T20:35+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/28/238262871_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_046c67d1d2c83cf77527bfd40a19f7ab.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის და აჭარის რეგიონებში ჩატარდა. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 31-დან 70 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.უწყების ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: ოთხი ავტომატი, რვა პისტოლეტი და რევოლვერი, შვიდი მჭიდი, 360 საბრძოლო ვაზნა, ერთი აირხმოვანი პისტოლეტი, ორი „გეკოს“ ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი.ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/28/238262871_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_5d87831a894895f7d53eadb1610054e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს
15:00 01.02.2023 (განახლებულია: 20:35 01.02.2023) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება-გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის და აჭარის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 31-დან 70 წლამდეა, წარსულში ნასამართლევი პირებიც არიან.
უწყების
ცნობით, დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: ოთხი ავტომატი, რვა პისტოლეტი და რევოლვერი, შვიდი მჭიდი, 360 საბრძოლო ვაზნა, ერთი აირხმოვანი პისტოლეტი, ორი „გეკოს“ ტიპის შაშხანა და სანადირო თოფი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.