https://sputnik-georgia.com/20230201/safrangetsi-ipoves-saqartvelos-moqalaqis-cxedari-romelic-10-tvis-win-gaucinarda-274450580.html
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომელიც 10 თვის წინ გაუჩინარდა
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომელიც 10 თვის წინ გაუჩინარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ექვსი ადამიანია დაკავებული, მათი ასაკი 19-დან 22 წლამდეა. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T12:38+0400
2023-02-01T12:38+0400
2023-02-01T17:32+0400
შემთხვევები
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/52/238725255_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_b9f87c9b67c5fc50ad37a81865630604.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთში იპოვეს საქართველოს 30 წლის მოქალაქის ცხედარი, რომელიც 10 თვის წინ გაუჩინარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.ახალგაზრდა მამაკაცი ქვემო ქართლიდან იყო. ის ეთნიკური აზერბაიჯანელი ელბრუს ნარაჯაევია. ის ქალაქ ნანტში გაუჩინარდა. დაკარგულს 10 თვის განმავლობაში ეძებდა ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია.საფრანგეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების საქმე ცოტა ხნის წინ გახსნა. პოლიციელებმა დააკავეს ექვსი ადამიანი, რომელთაგან სამს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო კიდევ სამს – ავტომობილის დაწვაში. დაკავებულების ასაკი 19-დან 22 წლამდე მერყეობს.ლოტკინზე ავტომობილში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს>>ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიუთითა ელბრუს ნარაჯაევის ცხედრის ადგილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 30 წლის მამაკაცის სხეულზე მრავალი ჭრილობა იყო.სავარაუდო ბრალდებულებმა უკვე მისცეს ჩვენება და აღიარეს ბრალი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23872/52/238725255_71:0:924:640_1920x0_80_0_0_175fed404f5744e5ab08521b6765a697.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი
შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომელიც 10 თვის წინ გაუჩინარდა
12:38 01.02.2023 (განახლებულია: 17:32 01.02.2023) საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე ექვსი ადამიანია დაკავებული, მათი ასაკი 19-დან 22 წლამდეა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთში იპოვეს საქართველოს 30 წლის მოქალაქის ცხედარი, რომელიც 10 თვის წინ გაუჩინარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ახალგაზრდა მამაკაცი ქვემო ქართლიდან იყო. ის ეთნიკური აზერბაიჯანელი ელბრუს ნარაჯაევია. ის ქალაქ ნანტში გაუჩინარდა. დაკარგულს 10 თვის განმავლობაში ეძებდა ოჯახი, მეგობრები და ადგილობრივი პოლიცია.
საფრანგეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების საქმე ცოტა ხნის წინ გახსნა. პოლიციელებმა დააკავეს ექვსი ადამიანი, რომელთაგან სამს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ხოლო კიდევ სამს – ავტომობილის დაწვაში. დაკავებულების ასაკი 19-დან 22 წლამდე მერყეობს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა მიუთითა ელბრუს ნარაჯაევის ცხედრის ადგილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 30 წლის მამაკაცის სხეულზე მრავალი ჭრილობა იყო.
სავარაუდო ბრალდებულებმა უკვე მისცეს ჩვენება და აღიარეს ბრალი.