ლოტკინზე ავტომობილში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringerპოლციია შემთხვევის ადგილზე
პოლციია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2023
გამოწერა
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ლოტკინზე, გაჩერებულ ავტომობილში გამვლელებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცს სახის არეში ჭრილობები აღენიშნებოდა. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული, პოლიცია მომხდარის დეტალებს არკვევს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ყველა ახალი ამბავი
0