https://sputnik-georgia.com/20230201/saakashvili-sasamartlos-distanciurad-chaerto-274467477.html
სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო
სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტმა ადეკვატური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა ითხოვა. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T16:50+0400
2023-02-01T16:50+0400
2023-02-01T22:06+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273298792_0:55:1280:775_1920x0_80_0_0_3c9e89032f45d88ad7a64c47dcd6da16.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე გამართულ საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად მეორედ ჩაერთო.სააკაშვილს ეცვა მაისური წარწერით I'm Ukrainian, რომელიც მან სიტყვით გამოსვლის დასაწყისშივე აიწია, რათა ეჩვენებინა თუ რამდენი კილოგრამი დაიკლო პატიმრობის პერიოდში. ამასთან, ექს-პრეზიდენტმა, რომელიც 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული, „არაესთეტური სურათისთვის“ ბოდიში მოიხადა.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს.ბოლოს სააკაშვილი სასამართლო სხდომას 2022 წლის 22 დეკემბერს ჩაერთო. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი განაცხადა.დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო>>>ამასთან, ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და უნდა გათავისუფლდეს, პროცესზე არაერთხელ აღნიშნა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასამართლოში გამოცხადების სურვილზე. თავის მხრივ, კლინიკის ხელმძღვანელობას სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის რეკომენდაცია არ გაუცია.დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით მოწვეული ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი იმდენად ცუდადაა, რომ ჭამა არ შეუძლია. დაკავების შემდეგ (2021 წლის 1 ოქტომბერი) მსჯავრდებულმა 45 კილოგრამი დაიკლო და ახლა 69 კილოგრამს იწონის.კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/16/273298792_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_59cf918feb5e3ba689428162b85f16a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები
სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო
16:50 01.02.2023 (განახლებულია: 22:06 01.02.2023) ექს-პრეზიდენტმა ადეკვატური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა ითხოვა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე გამართულ საკუთარ სასამართლო პროცესს დისტანციურად მეორედ ჩაერთო.
სააკაშვილს ეცვა მაისური წარწერით I'm Ukrainian, რომელიც მან სიტყვით გამოსვლის დასაწყისშივე აიწია, რათა ეჩვენებინა თუ რამდენი კილოგრამი დაიკლო პატიმრობის პერიოდში. ამასთან, ექს-პრეზიდენტმა, რომელიც 2022 წლის მაისიდან კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული, „არაესთეტური სურათისთვის“ ბოდიში მოიხადა.
„მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა... ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ესაა მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ საჭიროა, შევწირავ ჩემს სიცოცხლესაც”, – განაცხადა სააკაშვილმა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს.
ბოლოს სააკაშვილი სასამართლო სხდომას 2022 წლის 22 დეკემბერს ჩაერთო. ამის შემდეგ მსჯავრდებულმა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესში დისტანციურად მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ამასთან, ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და უნდა გათავისუფლდეს, პროცესზე არაერთხელ აღნიშნა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სასამართლოში გამოცხადების სურვილზე. თავის მხრივ, კლინიკის ხელმძღვანელობას სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის რეკომენდაცია არ გაუცია.
დაცვის მხარის მიერ მოწმის სახით მოწვეული ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი იმდენად ცუდადაა, რომ ჭამა არ შეუძლია. დაკავების შემდეგ (2021 წლის 1 ოქტომბერი) მსჯავრდებულმა 45 კილოგრამი დაიკლო და ახლა 69 კილოგრამს იწონის.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.