https://sputnik-georgia.com/20230201/pekins-imedi-aqvs-rom-nato-da-iaponia-cinur-safrtxes-ar-gaazviadeben-274454594.html
„ჩინური საფრთხე“: პეკინს ნატოსა და იაპონიის კეთილგონიერების იმედი აქვს
„ჩინური საფრთხე“: პეკინს ნატოსა და იაპონიის კეთილგონიერების იმედი აქვს
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პეკინი იმედოვნებს, რომ ნატო და იაპონია აღმოსავლეთ აზიაში პროვოკაციებს არ მოაწყობენ რეგიონში დაძაბულობის გამოსაწვევად, განაცხადა... 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T14:22+0400
2023-02-01T14:22+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა
იაპონია
ნატო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/10/250058866_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_f8cdb32f0cf8cb5f2a69386e37d37527.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პეკინი იმედოვნებს, რომ ნატო და იაპონია აღმოსავლეთ აზიაში პროვოკაციებს არ მოაწყობენ რეგიონში დაძაბულობის გამოსაწვევად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა.ასეთი კომენტარი ნინგმა იაპონიის პრემიერ ფუმიო კიშიდასა და ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგის ერთობლივ განცხადებაზე პასუხად გააკეთა, რომლებმაც მოსკოვისა და პეკინის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.ნინგის თქმით, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში იაპონიის ტენდენციები ყოველთვის იპყრობდა მისი აზიელი მეზობლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.მანამდე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის კონფლიქტი არის არა მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ მთელი საერთაშორისო წესრიგის გამოწვევა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება და გამოაქვს დასკვნები, რომლებიც გავლენას მოახდენს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე.
ჩინეთი
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/10/250058866_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25d63f72f474f130e81d75af1275aeb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, იაპონია , ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა, იაპონია , ნატო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. პეკინი იმედოვნებს, რომ ნატო და იაპონია აღმოსავლეთ აზიაში პროვოკაციებს არ მოაწყობენ რეგიონში დაძაბულობის გამოსაწვევად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა.
„ჩინეთი ყოველთვის იყო საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველი და ეს ყველასთვის აშკარაა. ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი მხარეები არ გააზვიადებენ ჩინურ საფრთხეს და არ გამოიწვევენ რეგიონულ კონფრონტაციას“, — განაცხადა დიპლომატმა.
ასეთი კომენტარი ნინგმა იაპონიის პრემიერ ფუმიო კიშიდასა და ნატოს გენმდივან იენს სტოლტენბერგის ერთობლივ განცხადებაზე პასუხად გააკეთა, რომლებმაც მოსკოვისა და პეკინის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო შეშფოთება გამოთქვეს.
ნინგის თქმით, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში იაპონიის ტენდენციები ყოველთვის იპყრობდა მისი აზიელი მეზობლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას.
„იაპონიამ სერიოზულად უნდა ისწავლოს ისტორიის გაკვეთილები, მტკიცედ დაიცვას მშვიდობიანი განვითარების გზა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც ძირს უთხრის რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთნდობას და აზიანებს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა მან.
მანამდე ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უკრაინის კონფლიქტი არის არა მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ მთელი საერთაშორისო წესრიგის გამოწვევა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რაც უკრაინაში ხდება და გამოაქვს დასკვნები, რომლებიც გავლენას მოახდენს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე.