https://sputnik-georgia.com/20230201/deputati-nacmozraoba-degradirebuli-zalaa-274468374.html
მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" დეგრადირებული ძალაა
მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" დეგრადირებული ძალაა
Sputnik საქართველო
მეგრელიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ღრმა კრიზისშია. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T19:37+0400
2023-02-01T19:37+0400
2023-02-01T22:57+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387554_0:125:2400:1475_1920x0_80_0_0_ef9eaaed26ed23e9c352e6edf7507d29.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა, რომლის გათვალისწინება უკვე აღარ ღირს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბაშვილი.დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა“, ზოგადად, ძალიან ღრმა კრიზისშია. ხოლო 28-29 იანვარს ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნები, ფაქტობრივად, იყო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ღონისძიება.ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 31 იანვარს განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს გაათავისუფლებს, პარტია მზადაა დათმოს ადგილები პარლამენტსა და საკრებულოებში, ამასთან პარტიის ცენტრალური ოფისი გადაუფორმოს მმართველ პარტიას.არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს.კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/12/250387554_134:0:2267:1600_1920x0_80_0_0_bfbf22a14adfa19837caae1e0c937b4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა, ახალი ამბები
მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" დეგრადირებული ძალაა
19:37 01.02.2023 (განახლებულია: 22:57 01.02.2023) მეგრელიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" ღრმა კრიზისშია.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დეგრადირებული პოლიტიკური ძალაა, რომლის გათვალისწინება უკვე აღარ ღირს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა, რომელსაც მხარს უჭერენ თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბაშვილი.
„ეს პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, იმდენადაა დეგრადირებული, რომ მართლა აღარ უნდა გაითვალისწინო. ამ ადამიანების მთავარი ამოცანაა რამენაირად შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რომელიც მათ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას მისცემს, თუ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ფორმით ფეხი დაუცდება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა“, ზოგადად, ძალიან ღრმა კრიზისშია. ხოლო 28-29 იანვარს ჩატარებული შიდაპარტიული არჩევნები, ფაქტობრივად, იყო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ღონისძიება.
ნაციონალური მოძრაობის“ ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 31 იანვარს განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ სააკაშვილს გაათავისუფლებს, პარტია მზადაა დათმოს ადგილები პარლამენტსა და საკრებულოებში, ამასთან პარტიის ცენტრალური ოფისი გადაუფორმოს მმართველ პარტიას.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონებში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომელსაც ეყრდნობა დაცვის მხარე, მსჯავრდებულს აქვს კახექსია და დემენცია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ორივე დიაგნოზი პაციენტის გათავისუფლების საფუძველია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისთვის დასმული დიაგნოზები არასწორია.