ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის გამო მხარდამჭერებს დაკარგავს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2023
გამოწერა
სიტუაცია, რომელსაც ისინი ქმნიან პოლიტიკურ ველზე, მავნებელია ქვეყნისთვის, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის გამო მხარდამჭერთა დიდ ნაწილს დაკარგავს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. „ძველი გვარდია“, კეზერაშვილი და მერაბიშვილი მხარს უჭერენ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

„ჩვენ პოლიტიკურ ველზე შეიძლება ახალი პოლიტიკური ფიგურანტები – წინა პლანზე გამოსული ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ვიხილოთ, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ... ეს რეალობა, რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ავტორიტეტს, ამომრჩეველს და საზოგადოების მხრიდან ნდობას დააკარგვინებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

სიტუაცია, რომელსაც ისინი ქმნიან პოლიტიკურ ველზე, მავნებელია ქვეყნისთვის, რადგან „აქ არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია“.
„ამ ადამიანების ხელში პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდება და განვითარდება. ეს იქნება პოლიტიკური პარტიისგან განსხვავებული რევკომი – რევოლუციური კომიტეტი, რომლის ამოცანა იქნება ხელისუფლებაში მოიყვანოს ადამიანები, ვინც ბიუჯეტი გაძარცვა, აწამა და სადისტურ მმართველობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“. ლევან ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კეზერაშვილი და მერაბიშვილია >>
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ყველა ახალი ამბავი
0