https://sputnik-georgia.com/20230131/kanadeli-da-britaneli-konsultantebi-saqartvelos-sainvesticio-garemos-ecnobian-274438339.html
კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან
კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან
Sputnik საქართველო
საქართველო ძალიან საინტერესო მიმართულებაა წამყვანი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნეს-პროცესის აუთსორსინგი სჭირდებათ, მიიჩნევს მინისტრი. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T21:00+0400
2023-01-31T21:00+0400
2023-01-31T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1f/274436038_0:212:2048:1364_1920x0_80_0_0_a6810760e9c7b19087478fae9b09749b.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კანადელი და ბრიტანელი საინვესტიციო კონსულტანტები იკვლევენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ეცნობიან ქვეყნის ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.ბიზნეს-პროცესების აუთსორდინგი (ინგლ. Business Process Outsourcing, BPO) — აუთსორსინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რა დროსაც ორგანიზაცია საკუთარ არაპროფილური ბიზნეს-პროცესების მომსახურებას სხვა კომპანიას გადასცემს.ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებსა და ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.კონსულტანტების ამოცანაა საქართველოს შესახებ შეგროვებული ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორებისთვის.მენეჯერების ვიზიტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საჯარო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ.დავითაშვილის თქმით, საქართველო არის ძალიან საინტერესო მიმართულება წამყვანი კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ.ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს-კომპანია შემოვიდა >>მისი თქმით, ამისთვის კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებიან წამყვან კომპანიებს, რომელთაც ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ და ეძებენ ახალ ლოკაციებს.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქვეყანაში გახსნეს საკუთარი ოფისები ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო BPO კომპანიებმა, როგორებიცაა „კონსენტრიქსი“ (Concentrix) და „მეიჯერელი“ (Majorel).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/1f/274436038_229:0:2048:1364_1920x0_80_0_0_b0f8be72915da5e920dcb21979f2babe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
კანადელი და ბრიტანელი კონსულტანტები საქართველოს საინვესტიციო გარემოს ეცნობიან
21:00 31.01.2023 (განახლებულია: 22:48 31.01.2023) საქართველო ძალიან საინტერესო მიმართულებაა წამყვანი კომპანიებისთვის, რომლებსაც ბიზნეს-პროცესის აუთსორსინგი სჭირდებათ, მიიჩნევს მინისტრი.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კანადელი და ბრიტანელი საინვესტიციო კონსულტანტები იკვლევენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ეცნობიან ქვეყნის ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ბიზნეს-პროცესების აუთსორდინგი (ინგლ. Business Process Outsourcing, BPO) — აუთსორსინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რა დროსაც ორგანიზაცია საკუთარ არაპროფილური ბიზნეს-პროცესების მომსახურებას სხვა კომპანიას გადასცემს.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებსა და ლოკაციის მენეჯერებს შეხვდა.
კონსულტანტების ამოცანაა საქართველოს შესახებ შეგროვებული ინფორმაციის მიწოდება პოტენციური ინვესტორებისთვის.
მენეჯერების ვიზიტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საჯარო უწყებებთან, ასევე ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც BPO სფეროს წარმოადგენენ.
დავითაშვილის თქმით, საქართველო არის ძალიან საინტერესო მიმართულება წამყვანი კომპანიებისთვის, რომელთაც ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ.
„საქართველოს ბიზნეს-კლიმატის კიდევ უფრო უკეთესად წარმოჩენის მიზნით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავიწყეთ კონკრეტული ლოკაციების მენეჯერების აყვანა სამიზნე ბაზრებზე. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი ბიზნესი მოვიზიდოთ, მეტი ინვესტიცია განხორციელდეს და ცნობილი კომპანიები შემოვიყვანოთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ამისთვის კონკრეტული გამოცდილების მქონე ადამიანები სხვადასხვა სამიზნე ბაზრებზე ესაუბრებიან წამყვან კომპანიებს, რომელთაც ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგი სჭირდებათ და ეძებენ ახალ ლოკაციებს.
„საქართველო მათთვის ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილია და, ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები შემოვიყვანოთ ქვეყანაში, რომლებიც გარკვეულწილად დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობენ ხელს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ქვეყანაში გახსნეს საკუთარი ოფისები ისეთმა წამყვანმა საერთაშორისო BPO კომპანიებმა, როგორებიცაა „კონსენტრიქსი“ (Concentrix) და „მეიჯერელი“ (Majorel).